Skip to content

დირექტორი ერთ დოლარიანი ანაზღაურებით

პენსილვანიის შტატში, ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ლი იაკოკა, 1946 წელს, ჰენრი ფორდმა უბრალო ინჟინერად დაიქირავა. 1960 წელს კი იაკოკა ფორდის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. იგი წარმატებით უძღვებოდა, ფორდ მუსტანგის მოდელის დიზაინს, ხარისხსა და განვითარებას. ხშირად დაინახავდით მის სურათს, ნიუ-იორკის წამყვანი ჟურნალების გარეკნებზე.

1970 წელს, ჰენრი ფორდ უმცროსმა, იაკოკა ფორდ მოტორსის პრეზიდენტად დაასახელა, თუმცა ფორდსა და ახალ პრეზიდენტს შორის მალევე წარმოიშვა უთანხმოება. (ფორდს არ მოსწონდა მისი მმართველობის სტილი.) საბოლოოდ კი მათი კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ 1978 წლის 13 ივლისს, ფორდმა იაკოკას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.

ეს სიახლე ამერიკული საზოგადოებისთვის უდიდესი სკანდალი აღმოჩნდა, თუმცა შეიძლება ითქვას ,რომ ეს ხმაურიანი მარცხი, იაკოკასთვის სასიკეთოდ დასრულდა. ამავე წელს იგი კომპანია კრაისლერმა დაიქირავა, რომელიც ამ დროისთვის გაკოტრების პირას იყო მისული.

ამ ისტორიაში ძალზედ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს პასუხისმგებლობა, იაკოკამ მხოლოდ 1 დოლარიანი ანაზღაურების პირობით აიღო (პირველი წელი) , ნიშნად იმისა, რომ ფული არ აინტერესებდა და ეს მხოლოდ ჰენრი ფორდის მიერ შელახული რეპუტაციის აღსადგენად გააკეთა.

კომპანიის ბანკროპტიდან ამოსაყვანად, იაკოკამ ფედერალურ მთავრობას მიმართა დახმარებისთვის, იმ არგუმენტით,რომ მთავრობას ასეთი დიდი კომპანიისთვის გაკოტრების უფლება არ უნდა მიეცა, რადგან ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა და საზოგადოებაში უმეშევრობის დონეს გაზრდიდა.

საბოლოოდ 1980 წელს, ხელი მოეწერა სესხის გარანტიას კლაისლერისთვის, რომლის საფუძველზეც კომპანიას მთავრობამ 1,5 მილიარდის ოდენობის თანხა გამოუყო.

იაკოკას გაყიდვების სტრატეგია ძირითადად მეტად საწვავ-ეფექტურ ავტომობილებზე იყო ორიენტირებული (მინივენები). ასევე თავისი ხასიათიდან გამომდინარე, იგი ცდილობდა აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიებით დაეპყრო ბაზარი. შედეგად, 1981 წელს ნაჩვენები მცირე წინსვლის შემდეგ, 1984 წელს კომპანია კლაისლერმა სარეკორდო – 2.4 მილიარდიანი მოგება აჩვენა.

1 დოლარიანი ხელფასის შემდეგ, 1980 წელს იაკოკას წლიური ანაზღაურება 868 000 დოლარამდე გაიზარდა, 1986 წელს კი მისმა საერთო ანაზღაურებამ 20,5 მილიონ დოლარს გადააჭარბა და წარმატებით დაიმკვირდა 1 ადგილი, ფორბსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების სიაში.

4motivi.com