Skip to content

დილით ადრე ადგომა, როგორც წარმატების აუცილებელი ატრიბუტი

ძალიან ბევრი ადამიანი ღამის ცხოვრებას მათი ორგანიზმის მითიური თვისებებით ხსნის, თითქოს და ის ასე აქვთ მოწყობილი. თავს ღამურებს უწოდებენ.ისინი ამბობენ,რომ დილით უჭირთ ადგომა,აი ღამით კი მოზღვავებული ენერგია აქვთ.

არ გიფიქრიათ იმაზე,თუ რატომ არ არიან ჯარში ღამურები?! პრობლემა არასწორ რეჟიმში უნდა იყოს.

სიფხიზლე დღის პირველ,ან მეორე ნახევარში–ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა.

პირველად ამას მაშინ მივხვდი ,როდესაც გადავწყვიტე ჩაიში აღარ ჩამეყარა შაქარი. ოდესღაც ჩემთვის საყვარელი სითხე უგემური გახდა. ერთი თვის შემდეგ მე კვლავ ჩავყარე ჩაიში შაქარი და გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მე ის აღარ მომწონდა.

ზუსტად ასეა ძილის შემთხვევაშიც. თავიდან დილის 8 საათზე ვდგებოდი. როდესაც ჩემი სამუშაო გრაფიკი ჩემზე გახდა დამოკიდებული, გამიხარდა. შემეძლო მეძინა 10საათამდე,მერე შეუმჩნევლად 11-მდე,12-მდე,დაბოლოს, ჩემი დღე, დღის 3 საათზე იწყებოდა. რაც უფრო გვიან ვდგებოდი, მით უფრო მიჭირდა ადრე დაწოლა. გვიან ვიძინებდი და ადრე ადგომაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო . ჩაკეტილ წრეში მოვექეცი.

აი, დადგა დღე, როცა მე დილის გადაცემის წამყვანობა შემომთავაზეს. ასეთ მაცდურ შემოთავაზებაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე დილის 5-ის ნახევარზე მომიწევდა ადგომა. თვე მქონდა იმისათვის, რომ ჩემი რეჟიმი შემეცვალა. ყოველდღიურად ვცდილობდი, უფრო და უფრო ადრე ადგომას. თავიდან ეს რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ის კი არა, მზად ვიყავი უარიც კი მეთქვა, მაგრამ მოტივაცია ძალზე დიდი იყო.

როგორ ვახერხებ დილაობით ხალისიანი განწყობით ადრე ადგომას.

წესი I

იმისათვის რომ დილით ადრე ადგე, საჭიროა ადრე დაწვე დასაძინებლად. ეს რთული ამოცანაა. ისე ხდება, რომ ადრე დაწოლა უფრო რთულია, ვიდრე ადრე ადგომა. არ დაელოდოთ იმას, თუ როდის მოგერევათ ძილი, უბრალოდ ყოველ საღამოს დაწექით ერთსა და იმავე დროს. თავიდან ძნელი იქნება ჩაძინება. ეს რომ გაგიადვილდეთ, გამოიყენეთ რამდენიმე ხრიკი:

  • გამორთეთ შუქი და ყველა ელექტრო მოწყობილობა რაც სახლში გაქვთ. სიბნელე აძლევს სიგნალს ძილის ჰორმონებს (რეფლექსებს). თუ ძილის წინ თქვენ დიდხანს უყურებდით ტელევიზორს, ან ზიხართ კომპიუტერთან, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ძილის ჰორმონების გამოყოფას. ამიტომ შეეცადეთ ძილის წინ თავი აარიდოთ ამას.
  • საძინებელ ოთახში დადეთ მოწყობილობა, რომელიც გამოყოფს თქვენთვის სასურველ არომატს.
  • ძილის წინ არ მიირთვათ საკვები. ეს ხელს უშლის ორგანიზმს ჩაძინებაში,რადგანაც ის მიმართული იქნება საჭმლის მონელებისკენ.

წესი II

გამოღვიძების პირველი 5 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ ის მაქსიმალურად კომფორტული გახადოთ.

1) წუთი პირველი.როგორც კი თვალებს გაახელთ, მაშინათვე დაიწყეთ ფიქრი თქვენს ახლობელ ადამიანებზე და იმ ადგილებზე, სადაც თავს ბედნიერად გრძნობდით. სასიამოვნო მოგონებები კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

2) წუთი მეორე. გაიზმორეთ – ეს დაეხმარება ორგანიზმს გამოღვიძებაში. გააკეთეთ რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა – ეს ჟანგბადით მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს.

3) წუთი მესამე. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი კეფის, საფეთქლების, წარბების და ყურის მიდამოებში. გაახახუნეთ ხელის გულები ერთმანეთზე მიდებით. ეს ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევას თავსა და მთელს სხეულზე.

4) წუთი მეხუთე. შეუდექით ნელ–ნელა წამოდგომას. ჯერ საწოლზე ჩამოჯექით და მიირთვით ჭიქა წყალი, რომელსაც წინა ღამით გაიმზადებთ.

5) წუთი მეხუთე – გადახედეთ „ოთხ მოტივს“ , იქ ბევრ ისეთ მასალას ნახავთ, რომელიც პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ.

გახსოვდეთ, ყველაზე მთავარი მიზეზი დილით ადრე ადგომისა –ა რის მოტივაცია. შეიქმენით მოტივაცია, დაგეგმეთ დღის პირველ ნახევარში მნიშნელოვანი საქმეები. მოტივაცის არარსებობის გარეშე „ჩაკეტილი წრიდან“ თავი დაღწევა შეუძლებელია.