გთავაზობთ საუკეთესო ციტატებს მწერლის ნაწარმოებებიდან:
1. წიგნის დაწვაზე უარესი დანაშაული არსებობს-მათი წაუკითხაობა.
2. სიკეთე და ჭკუა- სიბერის თვისებებია. 20 წლის ქალისთვის კი უფრო საინტერესოა უგულო და ქარაფშუტა იყოს.
3. გადარჩენისთვის საჭიროა შეწყვიტოთ ცხოვრების აზრის ძიებას. ცხოვრება თვითონაა პასუხი.
4. ომში საერთოდ არ იგებენ. ყველა აგებს, ხოლო ის, ვინც ბოლოსაა წაგებული-ითხოვს მშვიდობას.
5. ბოროტებას მხოლოდ ერთი ძალა აქვს- ის, რომელსაც ჩვენვე ვაძლევთ.
6. როდესაც ცხოვრება მშვენიერია, არ ღირს მასზე კამათი.
7. სიყვარული მაშინაა, როდესაც ვიღაცას შეუძლია ადამიანს საკუთარი თავი დაუბრუნოს.
8. გაახილე თვალები. იცხოვრე ისე, თითქოს ათ წამში მოკვდები. ეცადე დაინახო სამყარო. ის ნებისმიერ ოცნებაზე მშვენიერია. ნუ მოითხოვ გარანტიებს, ნუ ეძებ სიმშვიდეს-ასეთი ცხოველი დედამიწაზე არ არსებობს.
9. ადამიანები წვეთითაც არ იცვლებიან, როდესაც მათთან ახლოს ცხოვრობ. ღირს განშორება წლებით და მათი ცვლილებები გაკვირვებთ.
10. გაიღიმე, არ მიანიჭო სიამოვნება უბედურებას.
11. ადამიანის მეხსიერება მგრძნობიარე ფოტო ფირს ჰგავს და ჩვენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვცდილობთ მასზე აღბეჭდილი მომენტების წაშლას.
12. ჩვენ მხოლოდ ერთი ვალდებულება გვაქვს-ვიყოთ ბედნიერები.
13. თუ ადამიანს აღარაფერი აკვირვებს, ესეიგი სიყვარულიც აღარ შეუძლია. თუ სიყვარული არ შეუძლია-აღარ აქვს ცხოვრება. თუ აღარ აქვს ცხოვრება ესეიგი გარდაიცვალა.
14. მირჩევნია სწრაფად მოვკვდე, მაგრამ ცხოვრების გემო ვიგრძნო, ვიდრე პირიქით.
15. თქვენით შექმენით ის, რასაც სამყაროს გადარჩენა შეუძლია,-ხოლო თუ გზაში ჩაიძირებით, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ნაპირთან მიცურავდით.
16. წიგნები ერთადერთი ადგილია, სადაც ვინახავთ ყველაფერს რისი დავიწყებაც გვეშინია.
17. მსოფლიოში ყველაზე ჩვეულებრივ და უდიდეს ბედნიერებას განვიცდიდი- მე ვიყავი ცოცხალი.
თარგმანი: დიანა გრიქუროვი