Skip to content

დიაგნოზი, რომელიც ექიმმა ტელევიზორის ყურებისას დასვა

ნიკოლ მაქუენი ცნობილი სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით  საცხოვრებლად სანაპიროზე მდებარე სახლს ეძებდა. როდესაც ეპიზოდი მისი მონაწილეობით ეთერში გავიდა, ნიკოლის ტელეფონზე უცხო ნომერმა დარეკა. ქალმა იფიქრა, ეს უბრალოდ გამოხმაურება იყო… ყურმილიდან კი მას უთხრეს, სასწრაფოდ  ექიმთან უნდა წასულიყო.

ექიმი ერიხი ნიკოლის ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდა, მიჩვეულმა თვალმა უმალ შეატყო საეჭვო კვანძი ქალის ყელს და იგი გამაფრთხილებელ ნიშნად აღიქვა.

„როგორც ქირურგი, გავარჯიშებული ვარ ამ ტიპის კვანძების შემჩნევაში.“ – ამბობს ექიმი ერიხი.

კვანძის აღმოჩენის შემდეგ, ექიმმა გადაწყვიტა ქალისთვის ხმა მიეწვდინა, თუმცა არ იცოდა მისი სახელი და გვარი. ერიხმა სოციალურ მედიას მიმართა დასახმარებლად.

“ვუყურებდი დღევანდელ შოუს და ქალს მარცხენა მხარეს ფარისებრ  ჯირკვალზე კვანძი შევნიშნე” – წერდა ის თავის გვერდზე, – “მას სასწრაფოდ ესაჭიროება სონოგრამა და ბიოფსია. მაინტერესებს, იცის თუ არა მან ამის შესახებ… ვიმედოვნებ, სიმსივნე კეთილთვისებიანია. თუ ვინმეს გეცნობათ, დამეხმარეთ ხმა მივაწვდინო”

მრავალრიცხოვანი მეგობრების ქსელის მეშვეობით  ექიმმა საბოლოოდ მიაღწია მაქუინამდე.

“რამოდენიმე ადამიანმა ნახა პოსტი და საბოლოოდ ვიღაც დაუკავშირდა კიდეც ქალს” – წერდა ის.

ნიკოლმა მანამდე არაფერი იცოდა კვანძის შესახებ, მის ექიმს არასდროს შეუმჩნევია…

საუბრის შედეგად მაქუინი საავადმყოფოში მივიდა, დიაგნოზი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, ფარისებრი ჯირკვლის კიბო…

მართალია შედეგები სასურველი სულაც არ იყო, მაგრამ  საავადმყოფოში დროულმა ვიზიტმა  ნიკოლი გადაარჩინა.

“ეს სასწაულია, როგორ შეამჩნია ეკრანზე” – აღნიშნა ქალმა, – “სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რამდენად მადლიერი ვარ!”

ნიკოლი და ექიმი ერიხი ერთმანეთს  პირველად გადაცემაში  „Good Morning America”  შეხვდნენ.

“ექიმო ერიხ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ გადავურჩებოდი სიმსივნეს. არავინ იცის, როდის წავიდოდი შემოწმებაზე, ან საერთოდ წავიდოდი თუ არა, თქვენ რომ ამ გადაცემისთვის არ გედევნებინათ თვალი. მთელი გულით გიხდით მადლობას !” – უთხრა ქალმა გადამრჩენელ ექიმს.