საკომუნიკაციო თეეორის კვლევის ცენტრში თავიდანვე დედა იდგა. დედა-შვილის კავშირი, როგორც წესი პარტნიორული ურთიერთობის საწყისია. მაში ბევრი რამ არის ისეთი,რამაც ბავშვს მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა ბედნიერებაც აგრძნობინოს და საფრთხეც შეუქმნას. ბავშვი საყვარელ არსებაში სიახლოვეს და თანაგრძნობას ეძებს და სწორედ ამაში ვლინდება ნებისმიერი სასყვარულო ურთიერთობის სიკეთეც და ავბედითობაც. ხშირ შემთხვევაში დედას ბავშვის სიყვარული მხოლოდ თავისთვის ჭირდება. ბავშვი განვითარების პროცესში ყოველთვის ცდილობს თავი დააღწიოს მშობლებზე დამოკიდებულებას. დედა კი მისგან მადლიერებას მოითხოვს ნაცვლად იმისა, რომ მას დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მიცეს. არსებობს შემთხვევები როცა დედა შვილისგან სიყვარულს მხოლოდ იმის გამო მოითხოვს, რომ ის მისი დედაა და სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ შვილმა მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოს.
დედის სიყვარულს შემდგომ ნებისმიერ სიყვარულთან ის საერთო აქვს, რომ ეს გრძნობა , რატომღაც მუდმივი გვგონია,რომელიც შეგვიძლია უცვლელად შევინარჩუნოთ. მოსიყვარულე დედამ ბავშვს შესაძლებლობა უნდა მიცეს,რათა მან დედის სიყვარულის საფუძველზე , გამოავლინოს მზაობა და გარესამყაროს ნდობით გადაუშალოს გული, მერე კი ეს ეს სამყარო გაითავისოს და ადამიანებთან ურთიერთობა შეძლოს. ამით იგი შვილს სიცოცხლის სიყვარულს ასწავლის. ბუნებრივია სიყვარული ყოველთვის საპასუხო სიყვარულს მოითხოვს , ამიტომ საკუთარ თავს ვერ ვაიძულებთ ცალმხრივი სიყვარულით დავკმაყოფილდეთ,რადგან ეს გრძნობა ერთსა და იმავე დროს გაცემასაც გულისხმობს და მიღებასაც. შვილისადმი თავდაპირველი სიყვარულის შენარჩუნებას დედა ეგოისტურად ცდილობს, რადგან სურს რომ ბავშვს იგი წინანდებურად უყვარდეს და მასზე იყოს დამოკიდებული. იგი შიშით ადევნებს თვალს შვილის განვითარებას და ხშირად მის მიმართ შეუწყნარებლობას იჩენს,რადგან მისი დაკარგვის ეშინია. არადა ის ბავშვს რეალურად მაშინ კარგავს, როცა ბავშვს მშობლებთან ბრძოლის უნარი აღარ შესწევს.