1) ძლიერი წვიმის წარმოდგენა მცირე ცხოვრებისეულ დაბრკოლებასთან აკავშირებს ჩვენს ცნობიერებას. არაა აუცილებელი “წვიმის გადაღება” ინატროთ, უბრალოდ ისურვეთ “კარგი ქოლგა”.
2) როდესაც წყალდიდობა მოდის, თევზები ჭამენ ჭიანჭველებს და როდესაც წყალი შრება ჭიანჭველები ჭამენ თევზებს. მხოლოდ დროში და სიტუაციაშია განსხვავება. მოეშვით, ნუ ხართ დეპრესიაში. ღმერთი ყველას აძლევს შესაძლებლობას.
3) ცხოვრებაში ზუსტად ისეთ ადამიანს ვერ იპოვნით,როგორიც გინდათ, მაგრამ თავისუფლად შესაძლებელია ააწყოთ ისეთი ურთიერთობა,რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებთ.
4) ხშირად ადამიანები თქვენს გზაზე ქვებს ისვრიან, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია თქვენ როგორ იქცევით? გზებს უგებთ, თუ კედლებს უმართავთ. გახსოვდეთ,რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების არქიტექტორი.
5) ყოველ პრობლემას (n+1) გადაწყვეტის გზა აქვს. n იმ გზათა რაოდენობაა, რომლებიც სცადეთ, ხოლო 1 გზაა, რომელიც ჯერ არ გიცდიათ.
6) ცხოვრებაში ყოველთვის კარგი კარტი არ მოგივათ. ეს არარეალური და ნაკლებადმნიშვნელოვანია. მთავარია როგორ თამაშობთ იმ კარტით, რომელიც ხელში გაქვთ.
7) ხშირად როდესაც იმედს კარგავთ და ფიქრობთ,რომ ყველაფერი დასრულდა ღმერთს ეღიმება და ამბობს: მოეშვი შვილო, ეს მხოლოდ გზაა და არა მისი დასასრული. იწამე ჩემი.
8) როდესაც თავს ცუდად იგრძნობთ და სევდა შემოგაწვებათ, მიდით სარკესთან, შეხედეთ თქვენს თავს და უთხარით: გახსოვდეს ვინ ხარ.
9) გარდა იმისა,რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყველაფრის შემოქმედია, ერთი ყველაზე დიდი განსხვავება მასსა და ადამიანს შორის ისაა,რომ ღმერთი გასცემს,გასცემს და მიუტევებს. ადამიანი კი იღებს, იღებს და შემდეგ ავიწყდება. იყავით მადლიერი…
10) ადამიანთა მხოლოდ ორი კატეგორია არის ბედნიერი:
გონებამახვილი ადამიანები და ბავშვები.
იყავით გონებამახვილი,რომ მიაღწიოთ იმას,რაც გსურთ.
და იყავით ბავშვი,რომ ისიამოვნოთ იმით,რაც მიიღეთ.
პატივისცემით,
4motivi.com