Skip to content

აკონტროლეთ თქვენი ცხოვრება

ბედნიერება თქვენს ხელშია.
ვცხოვრობთ და ვერც კი ვაანალიზებთ,თუ რა შორს ვართ ჩვენი ნამდვილი პოტენციალისაგან. ხშირად ისე სწორხაზოვნად ვმოქმედებთ, თითქოსდა გიგანტური პულტი გვმართავდეს – ხან ერთ რამეს გამოვეკიდებით, ხან მეორეს. ვზუნავთ,რომ ბავშვები კარგად ჩაცმულები გავუშვათ სკოლაში, გვსურს, მაცივარი მუდამ სავსე გვქონდეს და ასე ვატარებთ ყოველ თვეს ხელფასიდან ხელფასამდე.

როგორ მართავთ ფულსა და შემოსავლებს? რატომ არის, რომ არასდროს გყოფნით ფინანსები? ურთიერთობებში როგორ ხართ? ძნელი სათქმელია: “ხშირად ვერც კი ვხედავთ ერთმანეთს და იშვიათად ვსაუბრობთ”.

შვილებს ვზრდით და კარგად არც კი ვიცნობთ. გვბეზრდება სამუშაო, სადაც აგერ უკვე წლებია ვმუშაობთ. “არა”–ს მანამ ვამბობთ, ვიდრე შეკითხვას დაგვისვამენ, “დიახ”–ის თქმა გვიჭირს,რადგან მას შეიძლება  ცვლილებები მოჰყვეს, ჩვენ კი ამის საშინლად გვეშინია.

ხომ არ გეცნობათ სიტუაცია? ნორმალური ხომ არაა,რომ საკუთარ ცხოვრებას ვერ აკონტროლებთ?

პირველ რიგში საჭიროა გადავხედოთ ცხოვრებას,  გაანალიზოთ და განსაზღვროთ სად არის დამალული პრობლემები.

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დამოკიდებულება, კარი გაუღოთ შესაძლებლობებს, განსაზღვროთ სწორი მიმართულება და წინ წახვიდეთ ცხოვრებაში. შეგიძლიათ დაისახოთ მიზნები და მიაღწიოთ. შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ფინანსები და დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. შეგიძლიათ დააგროვოთ სიმდიდრე, განაახლოთ ურთიერთობები ოჯახთან და იყოთ ბედნიერი.

გაეცით  პასუხები ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

დამოკიდებულება

1.გჯერათ,რომ ახლა შესაძლებლობებისათვის საუკეთესო დროა?
2.დარწმუნებული ხართ,რომ უზრუნველი მომავალი გექნებათ?
3.როგორ ფიქრობთ გაქვთ თქვენი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა?
4.როგორ უყურებთ თქვენს კონკურენტებს,როგორც მტრებს, თუ ფიქრობთ,რომ შეგიძლიათ ისწავლოთ მათგან?

თუ უარყოფითი პასუხები არ გაქვთ, გილოცავთ! თქვენ წარმატების მიღწევის შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ და მაგალითიც გახდებით სხვებისთვის.

მიზნები

1. ოდესმე დაგისახიათ გრძელვადიანი მიზნები?
2. ჩამოგიწერიათ რა გსურდათ წლის, თვის, კვირის,დღის ბოლომდე, რომ მოგესწროთ?
3. გიძებნიათ თქვენი მიზნის მიღწევის სპეციფიური გზები? დაკვირვებიხართ პროგრესს?
4. აღწევთ მიზნებს და ისახავთ ახალს?

თუ უარყოფითი პასუხები არ გაქვთ, გილოცავთ! თვენ მიზანდასახული და კოორდინირებული ადამიანი ბრძანდებით.

კმაყოფილება

1. ფიქრობთ,რომ რაღაც გაკლიათ?
2. სწირავთ თქვენს სხვა ინტერესებს ყოველდღიური სამუშაოს შესრულებას?
3. ხომ არ შეგიმჩნევიათ,რომ დროის გაყვანას ცდილობთ?

თუ დადებითი პასუხები არ გაქვთ, გილოცავთ! თქვენ ბალანსი გაქვთ დამყარებული თქვენს ინტერესებსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობას შორის.

ფინანსები

1. იცით რაში იხარჯება თქვენი ფული?
2. ყოველთვიურად დებთ ფულს შემნახველ ანგარიშზე?
3. იზრდება თქვენი ოჯახის შემოსავალი?

თუ უარყოფითი პასუხები არ გაქვთ, გილოცავთ! თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია.

ურთიერთობები

1. სამსახურის გამო ხშირად ვერ ახერხებთ ოჯახთან ყოფნას?
2. დროის უქონლობის გამო გიჭირთ ძველი მეგობრების ნახვა?
3. სტერესულ სიტუაციაში ხართ და ცდილობთ, თქვენი პრობლებემი სხვას მოახვიოთ თავს ?

თუ დადებითი პასუხები არ გაქვთ, გილოცავთ! ურთიერთობები თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.