„ჩვენ დავდივართ სოფლიდან სოფლად , რათა ვაუწყოთ სახელი ქრისტესი და ჭეშმარიტი სარწმუნოება , ვარჩვენოთ გზა ადამიანებს მართლისა სარწმუნოებისა…“ (გრიგოლ დადიანი)
„ყოვლად უსამღვდელოესი გრიგორი , ქართველებში უპირველეს მღვდელმთავრად უნდა ჩაითვალოს. იგი არს დიდად ნაშრომი, ჩვენი ქვეყნის და ერის გულშემატკივარი.
მისი ქადაგებანი ყოველთვის ბრწყინავდნენ. ჩემს გულს დღესაც ახსოვს მისი მადლიანი სიტყვები. იგი დიდი ოჯახის შვილი ბრძანდებოდა, დადიანების. ჩვენ ქართველთ ასეთი გვარის მღვდელმთავარნი პატივით უნდა გვყავდეს დაჯილდოებული , მაგრამ ხშირად ფასი არ ვიცით“. – ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.
გრიგოლ დადიანის გარდაცვალებიდან რამდნეიმე დღეში ანონიმური წერილი იწერება მეუფისადმი გაუგებარი ცინიზმით აღვსილი , რასაც აკაკი წერეთელი გამოეხმაურა
„მე ჩემის მხრივ ვიტყვი ,რომ გრიგოლ დადიანი იყო კარგი ქართველი ,მაგრამ ჩვენში ერთმანეთს ლანძღვა-გინება საზოგადო წესად არის . წერილის ავტორს ის აზრიც გამოჰყავს ,რომ ვითომც განსვენებული ღირსი არ ყოფილიყოს ეპისკოპოსის ხარისხის რადგანაც რუსის სასწავლებელში არსად ყოფილა , არც აკადემია ქონია გათავებული და არც სემინარია . მართალია , მაგრამ ის იყო ქართულ მონასტერში გაზრდილი , მარტვილში . ზედმიწევნით იცოდა ქართული და სავსებით ესმოდა საღვრთო წერილები . თუ ეს ასე არ ყოფილიყოს ის მართლა არ იქნებოდა ღირსი იმ ხარისხის , რომელიც ხელთ ეჭირა.– აკაკი წერეთელი
დღეს გრიგოლ დადიანის დაბადების დღეა
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ