Skip to content

“გონებას შეუძლია ყველაფრის შექმნა, რისი წარმოსახვის უნარიც გააჩნია”

ადამიანს შესწევს უნარი გააკონტროლოს ყველაფერი, თვით საკუთარი აზრებიც კი. ესაა კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე მნიშვნელოვანი და აღმაფრთოვანებელი ფაქტი! ის ადამიანის ღვთიურ ბუნებას ასახავს,ესაა ღმერთის მიერ მოცემული პრეროგატივა – საკუთარი ბედის მართვის ერთადერთი საშუალება. თუ თქვენ საკუთარ ცნობიერებას ვერ აკონტროლებთ, დამიჯერეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერაფერს აკონტროლებთ. ცნობიერება თქვენი სულიერი კაპიტალია.

გაუფრთხილდით და გამოიყენეთ ის თქვენთვის ცნობილი ჩვეული კეთილშობილური სიფრთხილით. სწორედ ამ მიზნით გაქვთ ბოძებული ნებისყოფა.

სამწუხაროდ, კანონი არ გიცავთ თქვენ იმათგან, ვინც განძრახ, ან უვიცობით წამლავს სხვა ადამიანთა ცნობიერებას ნეგატიური აზრების შთაგონებით. ადამიანები, რომლებიც სჩადიან ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, მკაცრად უნდა დაისაჯონ, რადგან ისინი არღვევენ ადამიანისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას ფლობდეს მატერიალურ სიკეთეებს.

ამგვარმა „კეთილმოსურნეებმა“ მოინდომეს დაეწმუნებინათ თომას ედისონი, რომ ის ვერ შექმნიდა ადამიანის ხმის ჩამწერ და გამომცემ მანქანას იმიტომ, რომ, ამბობდნენ ისინი, არავის არასდროს შეუქმნია ასეთი მანქანა, მაგრამ ბატონმა ედისონმა მათ არ დაუჯერა. მან იცოდა, რომ გონებას შეუძლია ყველაფრის შექმნა, რისი წარმოსახვის უნარიც გააჩნია და სწორედ ამის ცოდნამ აამაღლა ედისონი ბრბოზე მაღლა.

არაკეთილმოსურნენი ეუბნებოდნენ ფ.უ. ვოლვორტს, რომ ის გაკოტრდებოდა 5%იანი ფასდაკლებით ვაჭრობის გამო. მან არ დაუჯერა მათ, რადგან იცოდა, რომ ყველაფერი, რაც გონივრულია, უნდა გააკეთო, თუ ამაში დარწმუნებული ხარ. გამოიყენა რა თავისი ბუნებრივი უფლება არ დამორჩილებოდა უარყოფით შთაგონებას, მან შეაგროვა 100 მლნ დოლარზე მეტი ქონება.

უწრმუნოები გესლიანად დასცინოდნენ, როცა ჰენრი ფორდმა, ბოსტონის ქუჩებში, პირველად გამოიყვანა, თავისი უხეშად გაკეთებული პირველი ავტომობილი. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ ეს სათამაშო ვერასდროს ვერ შევიდოდა პრაქტიკაში. სხვები ამბობდნენ, რომ არავინ მოისურვებდა ფულის გადახდას ამ გონებამახვილურ გამოგონებაში. ხოლო ჰენრი ფორდმა თქვა: „ჩემი მიზანია დედამიწა მართვადი ავტომომობილებით გავავსოო“ და მან ეს გააკეთა!

დაე გახსოვდეთ, ერთადერთი განსხვავება ჩვენსა და ჰენრი ფორდს შორის ისაა, რომ ფორდს ჰქონდა გონება და ის მას აკონტროლებდა. გონება კი, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს მას მიზანდასახულად.

ამგვარად, კონტროლი შედეგია თვითდისციპლინისა და ჩვევის. ან თქვენ მართავთ თქვენს ცნობიერებას, ან ის თქვენ, აქ კომპრომისები გამორიცხულია. ცნობიერების კონტროლის ყველაზე პროდუქტიული მეთოდია მისი რაიმე კონკრეტული მიზნისაკენ (განსაზღვრული გეგმით) მოძრაობით დაკავება. შეისწავლეთ ნებისმიერი ადამიანის თანამდებობათა ნუსხა, რომელმაც მიაღწია შესამჩნევ წარმატებას და თქვენ ნახავთ, რომ მას საკუთარი თავის კონტროლი ყველაზე კარგად შეეძლო. უმართავი წარმატება უბრალოდ არ არსებობს!

ნაპოლეონ ჰილი