Skip to content

იდეების ფულად ქცევის 6 ეტაპი – ნაპოლეონ ჰილი

1. განსაზღვრეთ ზუსტი რაოდენობა თანხისა, რომელიც გსურთ გქონდეთ. საკმარისი არაა: „მე მინდა მქონდეს ბევრი ფული.“ საჭიროა ზუსტი თანხის დასახელება.

2. პატიოსნად უთხარით საკუთარ თავს, რას გადაიხდით ამ ფულის მისაღებად; (უფასოდ არაფერი ხდება, ხომ ასეა?!)

3. დანიშნეთ გონივრულუ ვადა, რომლის განმავლობაში თქვენ ამ ფულს მიიღებთ;

4. შეადგინეთ თქვენი სურვილის შესრულების კონკრეტული გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა მზად მისი რეალიზაციისთვის;

5. ჩაიწერეთ ყველაფერი: ფულის რაოდენობა; დრო, როცა თქვენ გსურთ მიიღოთ ის; რას შეწირავდით სანაცვლოდ; ფულის მიღების გეგმა;

6. ყოველ დღე – ძილის წინ და დილით ხმამაღლა წაიკითხეთ საკუთარი ჩანაწერები. კითხვისას წარმოიდგინეთ, შეიგრძენით და დარწმუნდით იმაში, რომ ეს ყველაფერი უკვე თქვენშია;

ძალიან არსებითია თითოეული რჩევის შესრულება, მაგრამ განსაკუთრებით უკანასკნელისა,რადგან თქვენი მიზანია გსურდეთ ეს თანხა ისე დაჟინებით, რომ ამ შთაგონების ძალით სასურველი სინამდვილედ იქცეს.