ჩვენი მკითხველისათვის ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკის საზომი არის მთლიანი ეროვნული შემოსავალი და შესაბამისად, ეროვნული შემოსავლის ზრდა არის მთავრობისა და საზოგადოების მთავარი საზრუნავი.
ეკონომიკური განვითარება, რასაკვირველია უნმნიშვნელოვანესია, მის გარეშე არ არსებობს პროგრესი და კეთილდღეობა. საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობების შეფასების კრიტერიუმად არაერთ ფაქტორს იყენებენ, რომელთა შორისაც დინამიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა-შენარჩუნება უმთავრეს ფაქტორად არის მიჩნეული, მას მოჰყვება დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, ხარისხიანი ჯანდაცვა, ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასით, დაბალი კრიმინოგენული ფონი, საყოველთაო განათლების სისტემა მაღალი აკადემიური მიღწევებით, ჰაერისა და წყლის რესურსების სისუფთვე და ა.შ.
მაგრამ სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელოვბა ენიჭება ბუტანის სამეფოს მიერ წარმოდგენილ კონცეფციას ერთიანი ეროვნული ბედნიერების შესახებ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური განვითარების საბოლოო მიზანი საზოგადოების ბედნიერება უნდა იყოს. ბედნიერების განცდა ვერ გაბატონდება მხოლოდ მატერიალური განვითარებით. ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იგი უნდა იყოს ფრთხილად დაბალანსებული სულიერი სიჯანსაღით, ბუნების დაცვით და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების ხარისხით.
ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი მთლიან ეროვნულ შემოსავალს და მთლიან ეროვნულ ბედნიერებას შორის.
მთლიანი ეროვნული ბედნიერება ეფუძნება 4 ბურჯს:
- ბუნების დაცვა
- ეროვნული კულტურის განვითარება-დაცვა
- ეფექტური და სამართლიანი ეკონომიკური განვითარება
- ეფექტური ე.წ. Good governence მმართველობ, აქტიური მოქალაქეობა, სამართლიანობა და სიბრძნე.
რად გვინდა ეკონომიკა ბედნერების გარეშე, რაშია ეკონომიკის საზრისი თუ არა ბედნიერების შექმნაში?!
სულიერი, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორები უნდა იყოს ერთმანეთთან ჰარმონიაში, რის გარეშეც ბედნიერების მიღწევა არ მოხდება. საზოგადოების მთავარი საზრუნავი და სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს ის, თუ როგორ მოხერხდეს ეკონომიკური ზრდა-განვითარების დაბალანსება ემოციურ-სულიერ ზრდა-განვითარებასთან.
სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა პროგრესული ქვეყნებისა აქცენტს აკეთებენ სწორად დაბალანსებულ ეკონომიკურ განვითარებაზე და მთლიანი ეროვნული ბედნიერების მიმართულებაზე, ისინი ახდენენ ეკონომიკურ განივთარებას ღირებულებებთან და ბუნებასთან ჰარმონიაში, მათი ამოცანაა მთლიანად დედამიწა იქცეს უფრო ბედნიერი ადამიანებით დასახლებულ პლანეტად.
დღეს მსოფლიო დგას ახალი ეპოქის მიჯნაზე. ადამიანური განვითარების ახალი ეტაპი მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანიდან ამოსვლას და ფსიქოტექნოლოგიების ხანაში გადასვლას. ეს იქნება ხანა, სადაც საზოგადოების მთავარი ორიენტაცია იქნება ადამიანის თვითრეალიზების სტრატეგია. ეს იქნება ხანა ადამიანის შიდა რესურსების განვითარებისა, მისი შინაგანი ძალის და კრეატულობის გამოვლინებისა, იმ შესაძლებლობებისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში დაბადებიდანვეა დავანებული.
ყველგან, აკადემურ წრეებშიც და ბიზნეშიც, ადამიანები მისდევენ ბედნიერების ძველ ფორმულას – ”თუ შენ იშრომებ, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ და თუ წარმატებული გახდი, შენ ბედნიერი იქნები”. მაგრამ, როგორც ადამიანის ტვინის სფეროში თანამედროვე მეცნიერული კველევები ადასტურებენ, ეს ფორმულა არასწორია და პირიქით მუშაობს – წარმატება არ არის ბედნიერების მთავარი გასაღები, პირიითმ ბედნიერებაა მთავარი წყარო წარმატების. თუ ადამიანი შეძლებს საკუთარი ტვინის პოზიტიურად მართვას, მისი წარმატების დონე აიწევს, მისი შრომა იქნება უფრო პროდუქტიული, სასიამოვნო და აზრიანი.
ასე რომ ფორმულის შეტრიალებით, ჩვენ დრამატულად გავზრდით ჩვენი ტვინის პოტენციის კაპიტალიზაციას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ვიქნებით უფრო ბედნიერი აქვე, ამ წუთას, აწმყოში.
მთლიანი ეროვნული ბედნიერების კონცეფცია განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ბრიტანეთში პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონის მთავრობის პირობებში. 2006 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერების მსოფლიო რუკასაც აწარმოებს. ასე რომ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი ბედნიერება ზრდის ჩვენი ქვეყნის მთლიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსს. პროგრესის შეფასება ქვეყანაში, ხალხის მთლიანი ეროვნული ბედნიერების მიხედვით სულ უფრო საინტერესო ხდება მეცნერებისათვის. ეს არის საზომი, რომლისთვისაც მატერიალურ წარმატებასთან ერთად, აუცილებელია ხალხის სულიერი კეთილდღეობა. მატერიალური პროგრესი კარგია, ფული კარგია, მაგრამ არა ბუნების, კულტურისა და ზოგადი ცხოვრების ხარისხის ხარჯზე, არამედ მასთან ჰარმონიით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაერო 2006 წლიდან ქმნის მსოფლიო ბედნიერების რუკას და მასთან არსებული მსოფლიო ღირებულებების გამოკითხვით შეადგინეს 10 ყველაზე ბედნიერი და 10 ყველაზე უბედური ადგილი დედამიწაზე.
ბედნიერი სახელმწიფოების სია:
1.კოსტა-რიკა, 2.დანია, 3.ისლანდია, 4.შვეიცარია, 5.ფინეთი, 6.მექსიკა, 7.ნორვეგია, 8.კანადა, 9.პანამა, 10.შვედეთი . . . 20.აშშ
უბედური სახელმწიფოების სია:
1.ზიმბაბვე, 2.სომხეთი, 3.მოლდოვა, 4.ბელორუსი, 5.უკრაინა, 6.ალბანეთი, 7.ერაყი, 8.ბულგარეთი, 9.საქართველო, 10.რუსეთი.
ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმ ერების ნაბიჯებს, რომლებიც ბედნიერ სახელმწიფოებში ცხორობენ და მათი გამოცდილება ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან, ყველამ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა:
ვარ მე ბედნიერი, რა უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, რათა დავიბრუნო ბედნიერება?
მეცნიერება იკვლევს არა მხოლოდ ბედნიერების ბუნების განმარტებას, არამედ იგი ეძებს პიროვნული ბედნიერების გაუმჯობესების გზებს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საბოლოოდ მაინც ბედნიერებისკენ არის მიმართული. ჩვენ არ გვსურს სიმდიდრე, წარმატება, პრესტიჟი თავისთავად. ჩვენ გვინდა ყველაფერი ეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე ბედნიერებას მოგვიტანს. ბედნიერებას კი ვესწრაფვით არა იმიტომ, რომ ის შეგვძენს კიდევ სხვას რაიმეს, არამედ ჩვენ ვესწარაფვით ბედნიერებას როგორც საბოლოო მიზანს და ბედნიერება გვსურს თავად ბედნიერებისათვის.
ბედნიერება არის განცდა სიხალისის, კმაყოფილების, შეგძნების, რომ ცხოვრება კარგად მიდის, მას აქვს აზრი და მნიშვნელობა. მაგრამ უმრავლესობა ჩვენთაგანს არ გვჭირდება ბედნიერების დეფინიცია, რადგან ინსტიქტურად ვგრძნობთ ვართ თუ არა ბედნიერი.
ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ბედნიერება ნიშნავს კარგ ხასიათზე ყოფნას და სიხალისის ემოციას. ხასიათზე ყოფნა არის ბიოქიმიური კონდიცია და ემოცია არის გარდამავალი გრძნობა. ბედნიერება კი ძირითადად ცხორების წესია, ზოგადი განწყობაა, რომელიც ეფუძნება ოპტიმიზმს, გამბედაობას, სიყვარულს და თვითრეალიზაციას.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ 50% ადამიანის ბედნიერებისა გამოწვეულია მისი გენეტიკით, 10% ცხოვრებისეული გარემოებებით არის განპირობებული და 40% გამოწვეულია იმით, თუ რას ვფიქრობთ და რა ქმედებებს ვახორციელებთ ყოველდღიურად. ე.ი. ჩვენზე ბოლომდე დამოკიდებული მხოლოდ 40%-ია – მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენზე დამოკიდებული 40%-ის ბოლომდე გამოყენებას!
ყოველი ჩვენგანი იბადება ბედნიერების წინასწარგანსზღვრული ე.წ. ქულით, ზოგი – დაბლით, ზოგი კი – მაღალით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი ბედნიერების დონის გაზრდა. ჩვენ შეგვიძლია 40%-ი სფარგლებში ჩვენი ბედნიერების დონე გავზარდოთ.
ბედნიერი ადამიანები საქმეს აკეთებენ, ისინი ესწრაფვიან ახალი მიღწევებისაკენ, აკონტროელებენ საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, ოპტიმისტები არიან და სწამთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერები იქნებიან. მათაც აქვთ ყოველდღიური პრობლემები, სტრესი, ტრაგედია, ტკივილი – ისინი სხვა ადამიანებისაგნ ამაში არაფრით გამოირჩევნიან. მაგრამ მათ აქვთ უნარი გასაჭირის ატანის, კვლავ ფეხზე დადგომის, სიტუაციის შემობრუნების, არ დანებების, გულის არ გატეხვის.
ცნობილია, რომ ადამიანები ილტვიან ბედნიერებისაკენ, რადგან ის ძალიან სასიამოვნოა – ბედნიერი ადამიანი თავს კარგად გრძნობს. მაგრამ მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ ბედნიერება მხოლოდ ეს არ არის, ბედნიერი ადამიანი უკეთესად ფუნქციონირებს, უფრო კონტაქტურია, უკეთესი მოქალაქეა. ქვეყნისა და საზოგადოების საქმიანობაში უფრო აქტიური და უანგაროა, უფრო ჯამრთელია, უფრო ქველმოქმედია, სხვებსაც უფრო მოსწონთ და უკეთესი ლიდერია. ბედნიერი ადამიანი მეტი კრეატულობით და გამომგონებლობით გამოირჩევა, საკუთარ საქმიანობაში უფრო პროდუქტიულია, ჰყავს მეგობრებისა და მხარდამჭერების დიდი წრე, მაღალანაზღაურებადნი არიან, უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ, დაბალია ავადმყოფობა, კიბოსა და გულსისძარღვთა დავადებების შემთხვევებები, ბედნიერი ადაიანები ადვილად ძლევენ გასაჭირს და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ.
თუ გადავხედავთ არც თუ ბედნიერ ხალხს, ისინი ხშირად გაბრაზებულნი და გაღიზიანებულნი ჩანან, დეპრესირებისკენ ადვილად იხრებიან, როგორც წესი ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ და ჯგუფურ გარემოში გუნდის გამხლეჩნი არიან, ცხოვრობენ იზოლირებულად, ენერგია არ აქვთ, თითქოს არაფერი სურთ, ყველაფერი ეზარებათ, არაფერი არ ახარებთ.
ბედნიერება არა მარტო ინდივიდებს ახალისებთ, არამედ ამდიდრებს ოჯახებს, ორგანიზაციებს, მთლიანად საზოგადოებასაც და ქვეყანასაც. ბედნიერება განაპირობებს მაღალ შემოსავალს, შრომის მაღალ შედეგს, მაღალ პროდუქტიულობას და ხარისხს, გაზრდილ საზოგადოებრივ დაფასებას და სხვა მრავალ სიკეთეს.
ჩვენი ეკონომიკური და სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი აზრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის გაბრწყინება! როგორც ეკონომისტი და სახელმწიფო პოლიტიკის სპეციალისტი, დაინტერესებული ვარ და თვალს ვადევნებ ამ თანამედროვე მეცნიერული კვლევებს, რომელიც პიროვნების და ერის ბედნიერების ასპქტების შესწავლის მიმართულებებით იწარმოება.
ეკონომიკა, პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები უნდა ემსახურებოდეს საერთო წარმატებების მიღწევას და რადგან ასეთი პოლიტიკის მიმდევარი და წარმომადგენელი გახლავართ, ამიტომ ვსწავლობ ამ საკითხებს ესოდენ ღრმად, ამიტომ მაინტერესებს ყველაზე მეტად, თუ რა არის ის იდეალური ეკონომიკური და სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებისა და მისი წევრების ბედნიერების ზრდას უწყობს ხელს. ესაა ჩემი პროფესიული ინტერესის ყველაზე მთავარი საკითხი.
იქნებ ბედნიერება არის ურთიერთობებში? იქნებ უკეთეს შრომის პირობებში? უფრო მაღალანაზღურებად სამსახურში? უფრო დიდი სახლში? უფრო მოსიყვარულე ოჯახში? ან ახლადმოვლენილ შვილში? ახალგაზრდულ გარეგნობაში? ავადმყოფობისაგან განკურნებაში? წონის დაკლებაში? შვილის წარმატებებში? იქნებ ბედნიერება იმის ზუსტ ცოდნაშია, თუ რისი გაკეთება გსურს ცხორებაში? იქნებ მზრუნველი მშობელების არსებობაში, სიყვარულში ან იქნებ ბევრ ფულში?
ბევრია იმის მაგალითი, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ბედნიერების ძებნაში არიან, ვერ პოულობენ მას, რადგან ბედნიერება არსად არ დევს რომ იპოვნო, ბედნიერება თავად უნდა შექმნა. ყველა ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს ეკითხებიან, თუ რა უნდათ ყველაზე მეტად ცხორებაში, პასუხად იღებენ ბედნიერების სურვილს.
ჭეშმარიტი ბედნიერება მოიცავს ღირებული მიზნების განხორციელებისკენ სწრაფვას.
მიზნების გარეშე, ოცნებების გარეშე, რისკის გარეშე, მხოლოდ ტრივიალური ცხოვრების მიღწევაა შესაძლებელი.
ზოგს ჰგონია, რომ ფულს შეუძლია დიდი ბედნიერების მოტანა ხანგრძლივი ვადით. სინამდვილეში ფულს მოაქვს პატარა ბედნიერება და ისიც დროებით, მცირე ხნით. რასაკვირველია სიმდიდრეს აქვს თავისი მიმზიდველობა და კომფორტი, მაგრამ ადამიანი მას მალე ეჩვევა და მას აღარ მოაქვს შესამჩნევი ბედნიერება, ფულს არ შეუძლია ბედნიერების ყიდვა. ლატარეაში დიდი ფულის მომგებ ხალხს, კვლევების მიხედვით, ხშირად დიდი სევდა შეიპყრობთ ხოლმე. სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად ფულისათვის ადანიაბები ჩადიან დანაშაულს, უარყოფენ საკუთარ ოჯახებს, ჰყიდიან და ღალატობენ საკუთარ მეგობრებს.
ეკონომისტები ხშირად ადარებენ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს – რომელი უფრო ბედნიერია. მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მდიდარი ქვეყნები, როგორც წესი უფრო ბედნიერია, მაგრამ ბევრით არა! როდესაც ქვეყნები არიან სიღატაკის ზღვარს ქვევით, გავრცელებულია დაავადებები და ადამიანები შიმშილით იღუპებიან – მაშინ ფული ყიდულობს ბედნიერებას. მაგრამ როგორც კი ქვეყანა მიაღწევს განვითარების გარკვეულ დონეს, უფრო მეტი ფული ვეღარ ყიდულობს დამატებით ბედნიერებას, ბედნიერების ნიშნული ზემოთ აღარ მიდის. მაგალითისათვის, ფრანგები სამჯერ უფრო მდიდრები არიან ვიდრე მექსიკელები, ორივე ქვეყანა მინიმალური განვითარების ნიშნულზე მაღლაა და ამავე დროს, საშუალოდ, მექსიკელი ორჯერ უფრო ბედნიერია, ვიდრე ფრანგი. რატომაა ასე? პასუხის მისაღებად ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მექსიკურ კულტურას, ტრადიციებს და ფრანგულ კულტურასა და ტრადიციებს.
დამატებითი ფული კარგია, სანამ გადააჭარბებ სიღარიბის მინიმალურ ზღვარს, ხოლო შემდეგ, ის არცთუ ისე ბევრს ნიშნავს გრძელვადიანად. გულუხვი და ფილნტროპი ადამიანები დაახლოებით 2-ჯერ უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ძუნწი ადამიანები. ფულის გაცემა ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც შესაძლებელი ბედნიერების ყიდვა.
ეკონომისტებისათვის ასევე სინტერესოა მოსახლეობის ბედნიერების განცდის ანალიზი დროის გარკვეულ შუალედში. მაგალითად, 1972 წელს დაახლოებით 31%-მა ამერიკელმა თქვა, რომ ისინი არიან სრულიად ბედნიერნი. 2004 წლისათვის მათი შემოსავალი საშუალოდ 50%-ით გაიზარდა, მაგრამ აქაც, ისევ 31%-მა თქვა, რომ ისინი იყვნენ სრულიად ბედნიერნი – ბედიერების დონე არ შეცვლილა.
როდესაც ადამიანები სიღარიბიდან საშუალო ფენაში გადადიან, მათი ბედნიერების ნიშნული ცოტათი მატულობს, მაგრამ შემდეგ ბედნიერება აღარ იზრდება. ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი უნდა გახდნენ უფრო ბედნიერნი შემოსავლის მომატებით, მაგრამ ეს ასე არ ხდება. საინტერესო პარადოქსია, რატომ ხდება, რომ სიმდიდრის ზრდასთან ერთად ადამიანის ბედიერება არ იზრდება? ეს არის ფენომენი, რომელსაც ეკონომისტები უწოდებენ ”ჰედონისტურ ბორბალს” – შენ ამ ბორბალზე დგახარ და მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება, შენ რჩები ერთი და იგივე ადგილზე.
როდესაც ადამიანები ცოტათი მდიდრდებიან, ისინი ბედნიერნი არიან დაახლოებით 6 თვემდე და შემდეგ ისევ უბრნდებიან ბედნიერების თავდაპირველ ნიშნულს. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვცდილობთ ჩვენ ყველანი უფრო მეტი შემოსავლის შექმნას? რატომ ვრჩებით ამ ჰედონისტურ ბორბალზე? ამ კითხვებს დასავლეთის ეკონომისტები შემდეგ ახსნას უძებნიან.
დასავლეთის ქვეყნებში, მამაკაცის ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ასაკი არის 44 წელი – ე.წ. შუა ასაკის კრიზისი. ეკონომისტებს შუა ასაკის კრიზისის უკეთესი ახსნა აქვთ – კრიზისი ეკონომიკურია დ არა ჰორმონული.
ჩვენ ყველანი ვცდილობთ ცხორებაში რაღაც ღირებულება შევქმნათ, და როგორც წესი, ყველაზე ადვილ საზომ ერთეულს, ფულს გამოვიყენებთ ხოლმე. ღირებულების შექმნა არის ღვთაებრივი კონცეფცია და მისი შეფასება ძნელია ამქვეყნიური საზომით.
ხშირად 44 წლის მამაკაცი საკუთარ თავს უბრაზდება, რომ ის არ მიჰიყვება საკუთარ გატაცებას, საკუთარ გულისცემას და არ ემსახურება საყვარელ საქმეს. მას აღარ უნდა კომპანიის პრეზიდენტობა, აღარ სურს იურისტობა და ადვოკატობა, ეკონომისტომა, ექიმობა და ა.შ. მას სურს იყოს ლექტორი, რადიოწამყვანი, განმანათლებელი, დურგალი ან მოქანდაკე . . . მაგრამ, ცვლილებებს ვერ ახდენს, ხელ-ფეხი შეკრული აქვს, შვილები სკოლაში დადიან, კერძო უნივერსიტეტში დიდი გადასახადია, სახლი იპოთეკით არის დატვირთული, აღებული აქვს კრედიტები და ა.შ. არასაკმარისი ფულის გამო ეწყება კრიზისი. ხალხი, რომელებიც ზომავენ საკუთარ ღირებულებას ფულით, ყოველთვის დეპრესიაში და განცდებში ვარდებიან, ეს ემპირიული ფაქტია.
მაგრამ თუ ფული არ არის მნიშვნელოვანი საზომი, მაშ რაღაა მნიშვნელოვანი?
ზოგადად, სამი ფაქტორია განმსზღვრელი ადამიანის ბედიერებისთვის:
- საზრისი, ანუ მნიშვნელობის ქონა
- პროცესებზე კონტროლი
- დამსახურებული, გამომუშავებული წარმატება
ოჯახი არის წყარო ასევე დიდი ბედნიერების, განსაკუთრებით კი ქორწინებაში ყოფნა. ბედნიერებაში მყოფი ადამიანების ნახევარზე მეტს აქვს ოჯახი და იმყოფება ქორწინებაში. ყველაზე ბედნიერ ხალხს ჰყავს შვილები, თუმცა შვილები თავისთავად არ ხდის ადამიანს ბედნიერს, შვილები აძლევს საზრისს მათ სიციცხლეს გრძელვადიანად. ბედნიერების ხარისხი განსკუთრებით მაღალია დაქორწინებულ მამაკაცებში. დაუქორწინებელი ქალი უფრო ბედნიერიამ ვიდრე დაუქორწინებელი მამაკაცი. დაქორწინებული კაცი უფრო ბედნიერია, ვიდრე გათხოვილი ქალი. დაქვრივებული ქალი გაცილებით უფრო ბედნიერია, ვიდრე დაქვრივებული მამაკაცი. განქორწინებული მამაკაცი უფრო ბედნიერია, ვიდრე განქორწინებული ქალი.
ბედნიერების მეორე ფაქტორია პროცესებზე კონტროლი. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ აქვთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, ბედნიერები არიან. პროცესებზე კონტროლს ადამიანი ახორციელებს ძირითადად მისი ცხოვრების სამ სფეროში: ეკონომიკა, პოლიტიკა და სოციალური სფერო. ამისათვის მას სჭირდება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური თავისუფლება. ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება ადამიანებს ბედნიერს ხდის – ეს ემპირიული ფაქტია. რაც შეეხება სოციალურ თავისუფლებას, ეს უფრო რთული საქმეა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთრი შეხედულებების მიხედვით სოციალური აქტივობის, მაგრამ მხოლოდ ის საზოგადოებები არინ ბედნიერი, სადაც ეს აქტივობები ბალანსდება სოციალური პასუხისმგებლობით, ტრადიციით და სადაც უზნეო საქციელი ისჯება არა კანონით, არამედ საზოგდოებრივი დაგმობით.
მესამე ფაქტორი ბედნიერებისა არის საკუთარი დამსახურებით მოპოვებული წარმატება. ადამიანები ნამდვილ ბედნიერებას განიცდიან არა მაშინ, როდესაც საკუთარ მეზობლებზე მეტ შემოსავალს იღებენ, არამედ მაშინ, როდესაც ისინი საკუთრივ ქმნიან და იმსახურებენ წარმატებას.
ნებისმიერი მთავრობა ახერხებს შექმნილი სიმდიდრის გადანაწილებას, ეს ადვილია. მაგრამ, როგორც წესი, მთავრობები არ არიან კომპეტენტურნი გამომუშავებული და დამსახურებული წარმატების განაწილება-გავრცელებაში. მთავრობის აუცილებელი ფუნქციაა შექმნილი სიმდიდრის გარკვეული გადანაწილება და დაუცველი ფენების დახმარება, მაგრამ როდესაც მთავრობა ეკონომიკაში შექმნილ სიმდიდრეს გადაანაწილებს საზოგადოებაში იგი ვერ ანაწილებს ამით ბედნიერებას. სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგია უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დამსახურებული და გამომუშავებული წარმატების შემთხვევების მომრავლება. ეს კი ნიშნავს ხელისშეწყობას უფრო მეტი ანტერპრენიორიზმისათვის, კერძო ინიციატივისთვის, უკეთესი განათლებისთვის, ეფექტური ჯანდაცვისთვის და ა.შ.
რომელი სისტემა უწყობს ხელს ყველაზე მეტად დამსახურებული წარმატების გამომუშავებას? რაღა თქმა უნდა თავისუფალი მეწარმეობის (Free enterprise) სისტემა, სადაც შრომის ბაზარი აწყვილებს ადამიანის ექსპერტიზასა და ჩვევებს მათსავე გატაცებასთან, სადაც ადამიანებს აქვთ მაღალი სოციალური მობილურობის პირობები, სადაც ადამიანებს არ ექმნებათ დამატებითი ბარიერები თავიანთი სოციალური კლასის მიკუთვნებადობის გამო. ესაა სისტემა, რომელიც ახალისებს პიროვნულ დამსახურებას, სჯის სიზარმაცეს, უცოდინრობას, კორუფციას. ეს არის სისტემა მერიტოკრატიისა, რომელიც იწვევს უფრო მეტ წარმატებას და განაპირობებს ბედნიერების მომატებას. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა ეფექტური და კომპეტენტური სახელმწიფო პოლიტიკა, ჯანმრთელი საზოგადოებრივი კულტურა, უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება იმ ინსტიტუციებზე, რომლებიც აძლიერებენ ბედნიერების სამ ძირითად ფაქტორს – საზრისს, პიროვნების მიერ პროცესებზე კონტროლს და დამსახურებულ წარმატებას.
ამ ყველაფერის კულტივირებისათვის არსებობს ორი ძირითადი გზა: თვითაქტუალიზაცია და მსახურება.
მიუძღვენი თავი თვითაქტუალიზაციას (სწავლას) და სხვებისა და რაიმე მიზნის მსახურებას. ესწრაფე შენი შთაგონების, ჩვევების, ცოდნის, ოცნებების გაღრმავებას და იღვაწე შენი მოყვასის სიკეთისათვის. ეს არის ძირითადი გზა ბედნიერებისაკენ და ზნეობრივი საზოგადოებისაკენ.
ზოგჯერ ჩვენ ვუყურებთ თავისუფალ კაპიტალიზმს, როგორც ცარიელს, მატერიალისტურსა და ხარბს და რა თქმა უნდა, როდესაც კაპიტალიზმი მიმართულია მხოლოდ მატერიალისტური მიზნებისაკენ, მას არ მივყავართ ბედნიერებისაკენ, მას მივყავართ ზნეობრივი სიცარიელისაკენ. მაგრამ კაპიტალიზი არის ბრწყინვალე საშუალება ჩვენი ორმაგი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად – როგორც თვითაქტუალიზაციის, ასევე სხვებისადმი მსახურების. როდესაც შენ ჩართული ხარ ანტერპრენიორიზმში და თავისუფალ კაპიტალიზმში არა მხოლოდ ფულისათვის, არამედ უპირველესად, საკუთარი თვითგამოხატვისათვის, თვითრეალიზებისათვის და სხვების მსახურებისათვის (სამუშო ადგილებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნა), მაშინ თავისუფალი მეწარმეობის ეს სისტემა არის სიკეთისა და ბედნიერების მომრავლების ჭეშმარიტი საშუალება.
როდესაც ადამიანები არიან მოტივირებულნი საკუთარი, ეგოისტური სიმდიდრის შექმნით, მაშინ ისინი საბოლოოდ სიცარიელეს აღწევენ. ხოლო მაშინ, როდესაც ისინი არიან მოტივირებულნი თვითაქტუალიზაციით, თვითრეალიზაციით და სხვებისადმი მსახურების სურვილით, ისინი აღწევენ ბედნიერებასა და საზრისს საკუთარ ცხოვრებაში.
მე მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისარგებლონ იმავე საზრისით, რითიც ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენს რწმენაში, ოჯახში, თემში, ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში. მე მინდა, რომ ისინი ახერხებდნენ პროცესებზე კონტროლს, რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და იცხოვრონ ისეთ სისტემაში, რომელიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სოციალურად თავისუფალია, მაგრამ, ამავე დროს, დაბალანსებული საზოგადოების ზნეობრივი ღირებულებების მოთხოვნებით, რათა არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც ზნეობრიობის ფარგლებში არ ჯდება.
მე მინდა მათთვის სისტემა დამსახურებული წარმატებისა, სისტემა სახელწოდებით მერიტოკრატია.
ეს ყველაფერი მე მაძლევს შვილის აღზრდის ხელოვნების ძირითად მიმართულებებს, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ორიენტირებს. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ჩემს ქვეყანას საზრისისა და ბედნიერების გზაზე დააყენებს, შეამცირებს სევდას და მოამრავლებს ბედნიერებას.
ავტორი: გია მაისაშვილი