Skip to content

რატომ არის პოზიტიური აზრები ყველაფერზე მნიშვნელოვანი?!

   უამრავი წიგნი,სტატია და ნაშრომი დაიწერა იმის შესახებ,რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნები და იბრძოლოს წარმატების მისაღწევად.წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრებას არ ექნება აზრი.ადამიანი ვერ მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას და შესაბამისად ვერ იქნება ბედნიერი.

    გამოჩენილი ადამიანები,ცნობილი ბიზნესმენები,წარმატებული პიროვნებები,ხშირად გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმის შესახებ,თუ როგორ მიაღწიეს დასახულ მიზანს და გახდნენ წარმატებული ადამიანები.თავიანთ გულახდილ ინტერვიუებში ისინი ყვებიან,თუ რამდენი დაბრკოლება შეხვდათ ცხოვრების გზაზე.მოუხდათ მრავალი წინააღმდეგობა გადაელახათ.როგორც ამბობენ სულის მოთქმასაც ვერ ახერხებდნენ.ზოგჯერ სისხლიანი ცრემლებით უტირიათ,მარამ რადგან საკუთარი მიზნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის,წუთითაც არ უფიქრიათ უკან დაეხიათ.საბოლოო ჯამში ისინი გახდნენ წარმატებული ადამიანები,თუმცა დღემდე აგრძელებენ შრომას და განვითარებას.დიახ,ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ,მაგრამ ახლა წარმატებული ბიზნესმენები,ნამდვილი ლიდერები და გლამურული სელებრითები არიან.სწორედ,ამიტომ არის მათი ისტორიები შთამბეჭდავი.

    მათი რჩევები კარიერის დასაწყისში განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის,რადგან როდესაც მათ გამოცდილებას ვისმენთ,თითქოს ძალა გვემატება და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით,რომ აუცილებლად უნდა ვიშრომოთ,ვიბრძოლოთ და ყველა მაგარი ოცნება აგვიხდება.თუმცა თითოეული ჩვენთაგანი,თუ კარგად მოუსმენს საკუთარ გულს,აღმოაჩენს,რომ ჩვენ ყველას თავად გაგვაჩნია პოზიტიური აზრების მარაგი და რომ ასეთი საკუთარი აზრები ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

როდესაც რედაქციაში ჩემს სამუშაო მაგიდასთან ახალ სტატიაზე ვიწყებდი მუშაობას,ვფიქრობდი:ჩემი სტატია,რომელიც წინა კვირაში გამოქვეყნდა,კარგად დავწერე,მაგრამ ამჯერად შევძლებ კი ვაჩვენო იგივე შედეგი?წარმატებიდან,რამდენიმე დღის შემდეგ მე ეჭვი შემქონდა საკუთარ შესაძლებლობებში,რადგან უკვე ახალი გამოწვევის წინაშე ვიდექი.ჩემი რედაქტორი ახალ,შთამაგონებელ და სამოტივაციო პუბლიკაციას მოელოდა ჩემგან.თუმცა შინაგანი ხმა,რომელიც გულის სიღრმიდან მოდიოდა,მამხნევებდა,რომ ახალ დავალებას კიდევ უფრო წარმატებით გავარმევდი  თავს.ამიტომ ვათენებდი ღამეებს,ვმუშაობდი ბევრს და ვცდილობდი გულის ენერგია ჩამედო ჩემს პუბლიკაციებში.ყოველი ახალი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.რადგან ყველგან ვეძებდი საინტერესო თემებს და რესპოდენტებს. – პატარა,თითქოს უმნიშვნელო დეტალსაც კი,რომელიც საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ხოლმე.ყოველი დღე ბედნიერების მომტანი იყო ჩემთვის.რადგან მე მქონდა მიზანი და სწორედ ამ მიზნისთვის ვშრომობდი თავდაუზოგავად.ამიტომ დროთა განვალობაში ვისწავლე ვენდო,მხოლოდ იმ ხმას,რომელიც საკუთარი თავის რწმენას მმატებს.ყველა დანარჩენ აზრებს კი ყურადღებას არ ვაქცევ და ჯანდაბაში ვგზავნი თითოეულ მათგანს.

    მართალია გარკვეული თანმიმდევრობით ენაცვლება პოზიტიური და პესიმისტური აზრები ერთმანეთს,თუმცა ჩვენ შეგვიძლია სიღრმისეულად მივყვეთ აზრთა იმ დინებას,რომელიც საკუთარი თავის რწმენას გვამეტებს.როდესაც პესიმისტურად ვიწყებდი ფიქრს,სარკესთან მივდიოდი და ვხედავდი ჩემს თვალებში როგორ ქრებოდა იმედის მომცემი შუქი.ამიტომ მივხვდი,მე არ მჭირდება ასეთი ფიქრები.არასდროს მოუსმინო ისეთ აზრებს,რომლებიც ეჭქვეშ აყენებს შენს შესაძლებლობებს.ჩვენ ჩემპიონები უნდა ვიყოთ,ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიტანოთ  ჩვენს ძალებში ეჭვი.როგორც კი პესიმისტური აზრების შემოტევას იგრნობ,მაშინათვე წამოიწყე ან გააგრძელე იმ საქმის კეთება,რომელიც გიყვარს.არ დაკარგო უსარგებლო ფიქრებში დრო.მათ ხომ არ მოაქვთ წინსვლა და წარმატება.ამიტომ ცუდი ფიქრების ნაცვლად ის საქმე აკეთე,რომელიც გიყვარს.იშრომე,დადე მაქსიმალური შედეგი დღის ბოლოს და დროთა განვალობაში გახდები შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.ჩვენ ყოველთვის პოზიტიურად უნდა ვიაზროვნოთ.უნდა ვენდოთ გულის ხმას,რომელიც ჯიუტად გვახსენებს,რომ აუცილებლად მივაღწევთ იმ საქმეში წარმატებას,რომელიც გვიყვარს.რადგან ჩვენ თავად ვირჩევთ რომელ ხმას ვენდოთ,რატომ უნდა ვიყოთ პესიმისტები? ! უნდა ავირჩიოთ ოპტიმიზმი,რადგან თითოეული ჩვენთაგანი ვიმსახურებთ წარმატებას.