ნამდვილად მაშინ ვცხოვრობთ, როდესაც გვიყვარს.
მე არ შემიძლია ავირჩიო საუკეთესო. საუკეთესო თავად მირჩევს მე.
შენ ვერ ხედავ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. რასაც შენ ხედავ ეს შენი ჩრდილია.
ჩვენ, დამჭკნარ ფოთლებს, ისეთი ძლიერი ხმა გვაქვს, რომ შეგვიძლია ქარიხლებსაც კი გავსცეთ პასუხი. და შენ რატომ ხარ ასეთი ჩუმი? ,,მე უბრალო ყვავილი ვარ”.
კაცი ახალშობილი ბავშვია და მისი ძალა ზრდის შესაძლებლობაში იმალება.
მშვენიერებავ, ეძებე შენი თავი სიყვარულში და არა მატყუარა სარკეში.
ნუ იტყვი საჭმელზე ცუდს, თუ შენ გემოვნება არა გაქვს.
მისი იარაღი იმარჯვებს, მაგრამ იგი დამარცხებულად გრძნობს თავს.
ღმერთი თავის თავს შექმნაში ჰპოვებს.
ადამიანისათვის სიცოცხლე საჩუქარია.
ვისაც სურს აკეთოს კარგი იგი კარზე აკაკუნებს. ვისაც უყვარს მისთვის კარი მუდამ ღიაა.
გზას მივუყვები და ვხედავ ჩემს გვერდით მომავალ ჩრდილს და მახსენდება, რომ მე მაქვს ჩირაღდანი, რომელზეც ჯერ ცეცხლი არ ანთია.
ჩიტები ფიქრობენ, რომ სიკეთეა – მისცე თევზს ფრთები იმასათვის, რომ ზეცაში აფრინდეს.
არხებს უყვართ ფიქრი იმაზე , რომ მდინარეები არსებობენ იმისათვის, რომ ისინი წყლით მოამარაგონ.
მზე ღიმილით მეგებება. წვიმა ჩემი სევდიანი მეგობარია, რომელიც გულის ენით მესაუბრება.
შემოსე ფრინველის ფრთები ოქროთი და ის ვეღარ იფრენს.
ადამიანი ცხოველზე უარესია, როდესაც იგი მასავით იქცევა.
რად აჩვენებ ეკალს მას, ვისი თვალებიც მხოლოდ ვარდს ხედავს?
თარგმანი : 4motivi.com