Skip to content

გელა ჩარკვიანი პოლიტიკის შესახებ

პოლიტიკა არის ის სფერო, სადაც ადამიანები ლეგალურად, კანონის ფარგლებში ებრძვიან ერთმანეთს ძალაუფლებისათვის“.

საქართველოში სიტყვის შეუსრულებლობის პანდემიაა. ელემენტარული შეპირებაც კი , ისეთი , როგორიცაა „გადმოგირეკავ“10 პროცენტით სრულდება . იმისათვის , რომ ჩვენს ცხოვრებას რამე დაეტყოს , ეს რიცხვი 70 მდე მაინც უნდა გაიზარდოს.

პოლიტიკური ტექნიკის საკითხებში სტალინი არასდროც ცდებოდა. ყველა ორთაბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა. რაც შეეხება სტრატეგიას , აქ ნიჭი აშკარად მოისუსტებდა , ან იქნებ ის, თუ რა მოხდებოდა მომავალში, მას უბრალოდ არ აინტერესებდა.

აფხაზეთსა და ოსეთს, მათმა გარუსებამ დაგვაშორა და არა აფხაზურმა და ოსურმა ნაციონალიზმმა .

ამერიკა თავისი პროტესტანტული ეთიკით , წარმატებაზე ორიენტირებითა და ოჯახური ღირებულებათა განსაკუთრებული როლით , მნიშვნელოვნად განსხვავდება „ბებერი“ ევროპისგან .

ნატო საფრთხერს უქმნის რუსეთის აგრესიულ გეგმებს საქართველოსა და უკრაინის მიმართ და არა თავად რუსეთის სახელმწიფოს.

უკრაინისა და საქართველოს სრულფასოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტრატეგიულად აუცილებელია იმისათვის , რომ მომავალში ავიცილოთ ბიპოლარული დაძაბულობა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ