„პოლიტიკა არის ის სფერო, სადაც ადამიანები ლეგალურად, კანონის ფარგლებში ებრძვიან ერთმანეთს ძალაუფლებისათვის“.
საქართველოში სიტყვის შეუსრულებლობის პანდემიაა. ელემენტარული შეპირებაც კი , ისეთი , როგორიცაა „გადმოგირეკავ“10 პროცენტით სრულდება . იმისათვის , რომ ჩვენს ცხოვრებას რამე დაეტყოს , ეს რიცხვი 70 მდე მაინც უნდა გაიზარდოს.
პოლიტიკური ტექნიკის საკითხებში სტალინი არასდროც ცდებოდა. ყველა ორთაბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა. რაც შეეხება სტრატეგიას , აქ ნიჭი აშკარად მოისუსტებდა , ან იქნებ ის, თუ რა მოხდებოდა მომავალში, მას უბრალოდ არ აინტერესებდა.
აფხაზეთსა და ოსეთს, მათმა გარუსებამ დაგვაშორა და არა აფხაზურმა და ოსურმა ნაციონალიზმმა .
ამერიკა თავისი პროტესტანტული ეთიკით , წარმატებაზე ორიენტირებითა და ოჯახური ღირებულებათა განსაკუთრებული როლით , მნიშვნელოვნად განსხვავდება „ბებერი“ ევროპისგან .
ნატო საფრთხერს უქმნის რუსეთის აგრესიულ გეგმებს საქართველოსა და უკრაინის მიმართ და არა თავად რუსეთის სახელმწიფოს.
უკრაინისა და საქართველოს სრულფასოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტრატეგიულად აუცილებელია იმისათვის , რომ მომავალში ავიცილოთ ბიპოლარული დაძაბულობა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ