Skip to content

გაჭირვება, მოლოდინი და მოთმინება – როგორ იქმნებოდა „მარტოობის ასი წელიწადი

ამ რომანს რომ ვწერდი ძალიან ძნელი დრო იყო. ჩვენ უსახლკაროდ ვიყავით, მაგრამ, სამაგიეროდ ტრაქტორივით ვმუშაობდი. მივხვდი რომ საქმე კარგად მიდიოდა და ჩემს ცოლს, მერსედესს ვუთხარი: „ყველა დანარჩენი საქმე შენ უნდა ითავო“.

მთელი წელი გარეთ გამოუსვლელად ვიჯექი. უფრო სწორად ერთხელ დავტოვე ბინა. ეს მაშინ, როცა მერსედესი გამომიტყდა – ჩვენი რესურსები მთლიანად ამოიწურაო. იძულებულმა ავტომანქანა დავაგირავე და, შინ ფული რომ მივიტანე, ვთქვი: „ეს ფული ათ წელიწადს უნდა ვიმყოფინოთ“. ფული გვეყო… მხოლოდ სამ თვეს. ბეჯითად ვმუშაობდი. რომანის მხოლოდ ნახევარი მქონდა დაწერილი, რდესაც სახლის პატრონმა მერსედესს დაურეკა: „სენიორა, თქვენ სამი თვეა ოთახის ქირა არ გადაგიხდიათ“. მერსედესმა ყურმილს ხელისგული დააფარა და მკითხა: „რამდენ ხანში დაასრულებ რომანს?“ – „ექვს თვეში“. მერსედესმა სახლის პატრონს მოახსენა: „სენიორ, ჩვენ სამი თვისას კი არა, ცხრა თვისას გადაგიხდით ერთად“. –„ჰო, მაგრამ იძლევით კი პატიოსან სიტყვას, რომ ნახევარი წლის შემდეგ გამისწორდებით?“ მერსედესმა ისევ დაახშო ყურმილი და მე მომიბრუნდა – „კი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ“- ვუთხარი მე.

რომანი რომ დავასრულე ფოსტაში წავედით, რათა ხელნაწერი არგენტინაში გადაგვეგზავნა გამომცემლისთვის. ფოსტაში ჩემი პაკეტი აწონეს, სულ შვიდასი გვერდი იყო, და გაგზავნაში 83 პესო გვთხოვეს. „ჩვენ მხოლოდ 45 პესო გვაქვს“- თქვა მერსედესმა. მაშინ ხელნაწერი ორნაწილად გავყავით. პირველი ნაწილი ისევ შევფუთეთ და გავგზავნეთ, ხოლო მეორე ნაწილი შინ მივაბრუნეთ. მერსედესმა ჩვენი ყველა ფასიანი ნივთი: ლითონის ღუმელი, თმის საშრობი და სხვ. ლომბარდში წაიღო. ასე შეაკოწიწა 50 პესო.
ისევ ლომბარდში მივბრუნდით და რომანის მეორე ნაწილიც გავგზავნეთ. მთელი ორი პესო ხურდა დაგვიბრუნეს! მერსედესმა ხურდა ჯიბეში ჩაიყარა და ჩაილაპარაკა: „სეირი მაშინ იკითხე, ამ დაწყევლილმა წიგნმა რომ არ გაამართლოს“.

მოამზადა ნინო აბაშიძემ