წინა პოსტის მნიშვნელობა უკეთესად, რომ გაიაზროთ მსურს ეს ერთი ისტორიაც მოგიყვეთ:
ახალგაზრდა ბიჭი სხვა ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად მიდიოდა და სანამ გაემგზავრებოდა გადაწყვიტა თავისი ბრძენი მასწავლებლისაგან რჩევა–დარიგება მიეღო.
– შეგიძლიათ მითხრათ, თუ რა არის ადამიანთა ცხოვრების მთავარი მიზანი? – ჰკითხა ბიჭმა მასწავლებელს.
– ვერ გეტყვი – მიუგო მასწავლებელმა მას.
– და არც მისი მნიშვნელობა შეგიძლიათ მითხრათ?
– არა, არ შემიძლია.
– სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობაზე ხომ არაფერს მეტყოდით?
– მე ვერაფერს გეტყვით.
ახალგაზრდა ბიჭი იმედგაცრუებული ჩანდა.ასევე ბრძენის სხვა მოწაფეებიც გაკვირვებულები და შეშფოთებული იყვნენ იმ ფაქტით, რომ მათ მასწავლებელს არ შეეძლო იმ კითხვებზე გაეცა პასუხი, რაც მათი აზრით ნებისმიერ ბრძენკაცს უნდა სცოდნოდა.
ბრძენმა მშვიდად გადაავლო თვალი თავის მოწაფეებს და ღიმილით უთხრა მათ:
სისულელეა ისაუბრო ადამიანის ცხოვრების მნიშვნელობაზე, როცა შენ მისი ცხოვრებით არასოდეს გიცხოვრია . . .
იყავი მომთმენი და ეცადე პასუხი შენს გულში ეძებო. ნუ დასვამ კითხვას, რომელზეც ვერ შეძლებ მიიღო სწორი პასუხი, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ იგი არ გამოგიცდია. კითხვაზე სწორი პასუხის მისაღებად საჭიროა გამოსცადო იგი – რაინერ მარია რილკე.