Skip to content

ცხოვრებისეული გამონათქვამები: თეოდორ დოსტოევსკი

1. ნურასოდეს მოიტყუებთ თავს. ადამიანი,რომელიც თავს იტყუებს საკუთარი ტყუილების ტყვეობაში ექცევა და  საბოლოოდ მიდის იმ მდგომარეობამდე,რომ ვეღარ ანსხვავებს რა არის მართალი როგორც მასში, ისე მის გარშემო და კარგავს საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემას. პატივისცემის არქონა კი სიყვარულისგან აშორებს.

2. რა არის ჯოჯოხეთი? ვფიქრობ, ეს ტანჯვაა, იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლია.

3. ტკივილი და ტანჯვა გარდაუვალია დიდი სულისა და ბუნების ადამიანებისათვის. ვფიქრობ,რომ დიდი ადამიანები ყველაზე უბედურები არიან ამქვეყნად.

4. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ნათლად ბრწყინავენ ვარსკვლავები, რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოსაა ღმერთი ჩვენთან!

5. ხშირად საუბრობენ ადამიანები კაცის მხეცური სისასტიკის შესახებ, მაგრამ არც ყველაზე საზარელ მხეცს და არცერთ ცხოველს არ შეუძლია იყოს ისეთი სასტიკი,როგორიც ადამიანია – ასე შემოქმედებითად და ხელოვნურად სასტიკი.

6. ხანდახან შეიძლება შეხვდე სრულიად უცნობ ადამიანს და პირველი დანახვისთანავე მისდამი ინტერესი გაგიჩნდეს. როგორღაც და მოულოდნელად, მხოლოდ წამით, ვიდრე რაიმეს იტყოდეს.

 7. არ არსებობს ქვეყნად სიმართლის თქმაზე უფრო რთული რამ და არც არაფერია მლიქვნელობაზე უფრო ადვილი.

8. ახალი ნაბიჯის გადადგმა, ახალი სიტყვის თქმა – ეს არის ის,რისიც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ.

 9. გასაოცარი რამეა მშვენიერება, თუმცა ამავდროულად საშინელიც. ღმერთი სატანას ებძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

10. ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილი: 4motivi.com