1. სიყვარულის არითმეტიკაში ერთს მივუმატოთ ერთი – ყველაფერია, ხოლო ორს გამოვაკლოთ ერთი – არაფერი.
2. ზომიერება ყველაფერში საჭიროა, მათ შორის თავმდაბლობაში.
3. როცა ვხედავთ, რომ ჩვენს აზრებს იპარავენ, ყვირილის ატეხვამდე, უნდა დავფიქრდეთ — მართლა ჩვენ გვეკუთვნის თუ არა ეს აზრები.
4. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას, მაინც უკვდავებაზე ვოცნებობთ.
5. ადამიანი საკუთარ თავს ხედავს, არა ისეთს როგორიც არის, არამედ ისეთს, როგორიც თვითონ სურს იყოს.
6. ომი ის დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა გამარჯვებითაც კი შეუძლებელია.
7. სისულელე მაინც სისულელედ რჩება, თუნდაც მას 50 მილიონი ადამიანი ამბობდეს.
8. მიზანს რომ მიაღწიოთ, არამარტო უნდა დაგეგმოთ, არამედ უნდა იმოქმედოთ კიდეც. არამარტო უნდა ოცნებობდეთ, არამედ უნდა გჯეროდეთ კიდეც.
9. თუ არ ვიცვლებით, არც ვიზრდებით და თუ არ ვიზრდებით, არც ნამდვილად ვცხოვრობთ.
10. ყველა ცვლილება, მათ შორიის ისინიც, რომლებიც დროშია გაწელილი, ტოვებს ჩვენში მელანქოლიას იმის გამო, რომ უკან მოვიტოვეთ ჩვენი სულის ნაწილი. ჩვენ უნდა მოვკვდეთ ერთი ცხოვრებისთვის იმისათვის, რომ მეორე დავიწყოთ.