Skip to content

გამომყვები ცოლად? – ყველაზე რომანტიკული ხელის თხოვნა

ხალხო გამოფხიზლდით , დაიწყეთ სიყვარულისთვის ბრძოლა ,ნუ გრცხვენიათ მისი გამოხატვის, ნუ ნებდებით პირველივე დაბრკოლებაზე ,ნუ გეზარებათ საყვარელი ადამიანისთვის რამის გაკეთება, ნუ “გიტყდებათ” რომანტიული ადამიანის სტატუსი , ნუ გგონიათ ყველაფერი თავისით მოვა!!!

ასეთი სტატუსი დამხვდა გუშინ ჩემი მეგობრის facebook გვერდზე. ჰოდა, ვიფიქრე, სამყაროში ჯერ კიდევ არიან რომანტიკული ადამიანები და მოდი ვნახავ-მეთქი.

ჰოდა, აი, ამაზე ნაკლები ხელის თხოვნა…

ინსტაგრამზე არსებობს ასეთი გვერდი HowHeAsked, სადაც ადამიანები გვიზიარებენ  ხელის თხოვნის საინტერესო ამბებს.

და თან ისეთი ხელის თხოვნებია, არც ერთი გოგო უარს რომ არ იტყვის.

Вот так нужно делать предложение! Вот так!

“დავიწყე კლდიდან ჩამოსვლა, მაგრამ ენდრიუმ გამაჩერა და საუბარი გამიბა იმაზე,  რომ ამ ლამაზ  ბუნებაში ლაშქრობა ჩვენს ურთიერთობას ახსენებდა: ამაღელვებელს, მკაცრს და ამავე დროს ულამაზესს. სანამ ამაზე ლაპარაკობდა, წარმოდგენაც კი არ მქონდა რატომ დაიწყო ამ ყველაფერზე და უცებ ერთი მუხლით რომ ჩაიჩოქა… ფეხის კანკალითა და უამრავი ცრემლით, მე ვთქვი – დიახ.”

“9 საათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ როგორც იქნა მივაღწიეთ ამ ადგილს. სანამ მე კამერა გავამზადე და მოვტრიალდი, კონორი უკვე მუხლზე იყო დაჩოქილი. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.”

ეს მოხდა ოკეანის სანაპიროზე და ხედავთ რა მოჰყვა ამას? 🙂

ფერადი მარათონის შემდეგ…

«როდესაც რბოლა დასრულდა, მან დაიჩოქა და მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა ამიერიდან ერთად გვებრძოლა გამარჯვებისთვის».

მას ძალიან უყვარდა მიმი

გაჰყვები ცოლად მამაჩემს?

ამერიკულ გორკებზე

«მან ვერ დაინახა რა მოხდა, სანამ არ ნახა ფოტო».

სანაპიროზე

«მან ენით აღუწერელი სასწაული მომიწყო პლიაჟზე».

«სიამაყე და ცრურწმენის» სტილში

ქინდერ-სიურპრიზი

წყალში დელფინებთან

საციგურაო მოედანზე

მთაში

«ჩვენ ვიყავით ძალიან შორს ადამიანებისგან და მან ცოლობა რომ მთხოვა, მეგონა ზღაპრის გმირი ვიყავი».

მულტფილმი “ზევით” სტილში

«მე მანამდე შევძელი ცრემლების შეკავება, სანამ მან არ შემომხედა.».

ტბის შუაგულში

ფილმის ყურების დროს

«გარშემო იყო მიმოფანტული ვარდის ფურცლები და სანთლებით იყო სავსე იქაურობა. აარონმა ჩართო ვიდეო, სადაც ხელის თხოვნა იყო ნაჩვენები, რომელიც ჩემთვის დადგა».

proposal ideas in colorado DSC_0033ჩვენ დავეშვით მთიდან და უცებ გრეგი მეუბნება, რომ უნდა გაჩერდეთ, ბათინკი გაეხსნა. მან ჩაიმუხლა, თვალებში ჩამხედა და მკითხა – ცოლად გამომყვები?

Scrapbook Beach Proposal (1)

მე ვაჩუქე სკრეპბუქი, სადაც ჩვენი ცხოვრების უბედნიერესი მომენტები იყო ჩაკრული, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და  ბოლო გვერდზე ეწერა – ჩააკარი ფოტო. ჰოდა, ბოლო გვერდზე რომ მივიდა დავიჩოქე და ცოლობა ვთხოვე.

და ბოლოს, უამრავი საინტერესო ხელის თხოვნაა და ყველას ხომ ვერ გამოვაქვეყნებ. ამიტომ, გიტოვებთ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ვიდეოს.

არასდროს დაგავიწყდეთ, ამ ქვეყნად ცოტახნით ვცხოვრობთ და გაუზიარეთ ადამიანებს თქვენი სიყვარული და გამოხატეთ თამამად ემოციები.

მარად თქვენი,
ცისიქითელი