მზე ჩემშიიბუდებს და ხლართავს ფილტვებთან
ჟანგბადებს, უშენოჰაერით დახეთქილს
და იდგამს ფესვებადშენს თითებს თავიდან
შეშებად… ნაზამთრალს, შუაზე გაჩეხილს…
და მწვდები მკლავებზესაღამოს სუსხივით,
თვალს ახელდილამდე და ასე ჩერდები,
არ მყოფნი დამინდა, ყველაფერს მოედო,
მოხვიდე წვიმებით, ქარებით, სეტყვებით…
და თუნდაც არასდროსარ გაქრეს ბახუსი
და თრობის კვალდაკვალურევდე ნაბიჯებს,-
მოხვიე სულსწელზე გამთბარი ხელები
და მერე ნაწვიმარქუჩებში გავიდეთ…
გამოგზავნი/ავტორი: ქეთი სიხარულიძე