Skip to content
ერთ მოხუცებულ ქალბატონს ორი დიდი დოქი ჰქონდა.გაიდებდა ხოლმე ქალი მხრებზე ჯოხს,ერთ მხარეს ერთ დოქს დაჰკიდებდა, მეორე მხარეს კი მეორეს და მიდიოდა წყაროზე წყლის მოსატანად. ერთი დოქი გაბზარული იყო,მეორე კი უნაკლო. ქალს უნაკლო დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი – ნახევრადდაცლილი.
ასე გავიდა 2 წელი, ამ ხნის მანძილზე ქალს სახლში ყოველდღიურად დოქნახევარი წყალი მიჰქონდა. უნაკლო დოქი ამაყობდა საკუთარი თავით, გაბზარულ დოქს კი რცხვენოდა თავისი ნაკლის და თავს ცუდად გრძნობდა,რადგან მხოლოდ ნახევარი საქმის გაკეთება შეეძლო.
2 წლის შემდეგ,როდესაც ქალი წყაროზე წყალს ავსებდა, საკუთარ უსარგებლობაში დარწმუნებული დოქი ალაპარაკდა: „ძალიან მრცხვენია ჩემი ნაკლის. სწორედ ამის გამოა,რომ ჩემში არსებული წყლის ნახევარი იღვრება, ვიდრე სახლამდე მივალთ“.
მოხუც ქალს გაეღიმა და დოქს უთხრა: „ოდესმე თუ შეგიჩნევია ,რომ ბილიკის გასწვრივ, შენს მხარეს უამრავი ლამაზი ყვავილია ამოსული, მეორე მხარეს კი – არა? ყოველთვის კარგად მესმოდა შენი ნაკლის შესახებ, ამიტომაც დავთესე ყვავილები ბილიკზე. ყოველდღე როდესაც სახლში მივდიოდით,შენ უბრალოდ კი არ ღვრიდი წყალს,არამედ ყვავილებს, რწყავდი. ყვავილები იზდებიან, ყვავილობენ და ალამაზებენ არემარეს. მე ვკრეფ მათ, სახლში მიმაქვს და ჩვენს სახლსაც ვამშვენებ. ასეთი რომ არ ყოფილიყავი, როგორიც ხარ, მე ამ სიამოვნებას ვერ მივიღებდი და არც ბილიკს და არც ჩვენ სახლს არ დაამშვენებდა ულამაზესი ყვავილების სილამაზე და სურნელი.
თარგმანი: 4motivi.com