Skip to content

გამონათქვამები: ფრიდრიხ ნიცშე

1. მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა.
2. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.
3. სიყვარულის სიმცირე კი არა და მეგობრობის ნაკლებობა განაპირობებს უიღბლო ქორწინებას.
4. არ ვბრაზობ იმაზე,რომ მომატყუე, იმის გამო ვბრაზდები,რომ აღარ შემიძლია მჯეროდეს შენი.
5. შენ შენი გზა გაქვს,მე ჩემი – ესაა ერთადერთი სწორი და ღირებული გზა რომელიც არსებობს.
6. ყოველ სიყვარულში არსებობს სიგიჟე და ყოველ სიგიჟეში მიზეზი.
7. სამოთხეში, საინტერესო ადამიანები არ არსებობენ .
8. ვინც მონსტრებს ებრძვის, აუცილებლად უნდა ფიქრობდეს იმაზე,რომ ამ პროცესში თავად არ გახდეს მონსტრი. თუ უფსკრულში საკმარისად ღრმად ჩაიხედავთ, უფსკრულიც უკან დაგიბრუნებთ მზერას.
9. ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
10. მე არ მწამს ღმერთის, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა უნდა.
11. ხანდახან ადამიანებს სიმართლის მოსმენა იმიტომ არ უნდათ,რომ არ სურთ ილუზიები დაემსხვრეთ.
12. რაც უფრო მაღლა ავფრინდებით ხოლმე, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.
13. ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომაც სურს ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.
14. სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com