ქადაგებაზე ბრიტანელმა მამაო ჯორჯმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს :
თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს! დიახ, ჩვენ უკვე გვაქვს ფული ჩვენი ტაძრის გასაფართოებლად… თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მე რომ არა ამდენ ფულს ჩვენი მრევლი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეაგროვებდა.
წინა კვირას ლონდონიდან ედინბურგში მივფრინავდი. წვიმდა და საშინელი ამინდი იყო. მოულოდნელად თვითფრინავმა რყევა დაიწყო,მგზავრები შეშინდნენ და პანიკა ატყდა.
ბოლოს ერთმა სტიუარდესამ შემნიშნა, შეშინებული და სასოწარკვეთილი სახით მოვიდა ჩემთან და მითხრა:
– მამაო,რა საშინელებაა… გვიშველეთ რაიმე… გთხოვთ, იღონეთ რამე, გააკეთეთ რაიმე რელიგიური…..
და მეც ავუსრულე თხოვნა და შესაწირის შეგროვება დავიწყე – კმაყოფილი სახით დაასრულა საუბარი კბილებგაკრეჭილმა მღვდელმა.