ადამიანები იმაზე პატარა მიზნებს ისახავენ, ვიდრე რეალური შესაძლებლობები გააჩნიათ… სიმართლე კი მათი შეხედულებებისაგან რადიკალურად განსხვავდება. თქვენ ამ სამყაროს იმაზე ბევრად მეტი ნიჭითა და შესაძლებლობებით მოევლინეთ, ვიდრე ოდესმე შეძლებთ გამოიყენოთ. 100 სიცოცხლეც, რომ გქონდეთ თქვენს პოტენციალს ბოლომდე მაინც ვერ ამოწურავთ.
ჩვენი ტვინი 20 მილიარდი უჯრედისაგან შედგება, რომლებიც ათასობით სხვადასხვა ნერვული უჯრედით არის დაკავშირებული ერთმანეთთან. იდეათა და ფიქრთა შესაძლო კომბინაციების რაოდენობა, რომელთა გენერირება შეიძლება მოახდინოთ იმ ციფრის ექვივალეტია, რომლის შემდეგ იმდენი ნული იწერება,რომ თაბახის რვა ფურცელი შეიძლება გაივსოს. ადამიანის ტვინის ექსპერტის ტონი ბიუზანის თქმით ეს ციფრი ბევრად უფრი მეტია, ვიდრე დედამიწაზე არსებული მოლეკულების რაოდენობა.
სხვა სიტყვებით,რომ ვთქვათ რაც აქამდე გიკეთებიათ უმცირესი ნაწილია იმისა,რაც შეგეძლოთ და შეგიძლიათ. მსოფლიოში უამრავი შესაძლებლობა და გამოწვევა არსებობს და თქვენც უნდა ეცადოთ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ ისინი.სამწუხაროა,რომ ბევრი ადამიანი საერთოდ არ ცდილობს ამას.
წარმატების გასაღები
ცხოვრება არც ისე კარგ პირობებში დავიწყე. მამაჩემს მუდმივი სამუშაო არასოდეს ჰქონია და ფინანსურად ყოველთვის გვიჭირდა. 10 წლის ვიყავი ფიზიკური შრომა, რომ დავიწყე. ზრდასრული,რომ გავხდი ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი სასტუმროში. ყველაზე დიდი დაწინაურება, რაც კი ამ პერიოდში მხვდა წილად ქვაბებისა და ქოთნების მრეცხავად გადასვლა იყო. სკოლა ადრე მივატოვე და წლების მანძილზე ფიზიკურ სამუშაოს ვეწეოდი. ვმუშაობდი ხე–ტყის მასალის საწყობში და რამოდენიმე ქარხანაში. ვთხრიდი არხებს და გამყავდა გზები, მოკლედ,რომ ვთქვათ საჭმლის ფულს, საკუთარი ოფლის ხარჯზე ვშოულობდი.
როდესაც ფიზიკური სამუშაო ვერ ვიშოვე, გაყიდვების აგენტად დავიწყე მუშაობა. ხელფასი გამომუშავების მიხედვით მქონდა. კარდაკარ დავდიოდი და კლიენტებს ვეძებდი. ერთი პერიოდი ბინის ქირასაც კი ვერ ვიხდიდი და უსახკაროდ მიწევდა ცხოვრება. ეს ნამდვილად არ იყო ცხოვრება, რომელზედაც ვოცნებობდი.
ერთ დღესაც ჩემს თავს დავუსვი კითხვა: “რატომ აღწევს ზოგიერთი ადამიანი სხვაზე მეტ წარმატებას?” ან უფრო ზუსტად,რომ გითხრათ: რატომ ყიდის ზოგი აგენტი იმაზე მეტს, ვიდრე სხვები ყიდიან ?
როგორც ბიბლია გვეუბნება:”ეძიეთ პასუხი და მიიღებთ”.
ამ შეკითხვასთან ერთად გავაკეთე ის რამაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ჩამომიყალიბა ჩვევა,რომელმაც მილიონობით დოლარი მომიტანა მომავალში. დავიწყე, ჩვენს კომპანიაში მომუშავე, ყველაზე წარმატებული აგენტის გამოკითხვა. ვუსვამდი შეკითხვებს და მსურდა გამეგო რითი განსხვავდებოდა მისი მოქმედებები ჩემისაგან. ის მპასუხობდა, მე კი ვაკეთებდი იმას, რასაც მეუბნებოდა.ცოტა ხანში ჩემი გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მალევე გამოვიმუშავე ეს ჩვევა: ძალიან ბევრ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს და ყველა გზით ვეძებდი პასუხი მიმეღო შესაბამისი ადამიანებისაგან.
ასევე დავიწყე გაყიდვების შესახებ წიგნების კითხვა და მოქმედებაში ვატარებდი იმას, რასაც ვსწავლობდი. სეირნობისას აუდიო ჩანაწერებს ვისმენდი და ვაანალიზებდი.
არც ისე გასაკვირია,რომ ჩემი გაყიდვების ოდენობა გაიზარდა და მალე ყველა აგენტს ვაჯობე კომპანიაში. ცოტა ხანში გაყიდვების მენეჯერად დამაწინაურეს და პოზიციებიც შეიცვალა. ახლა, პირიქით მე მეკითხებოდნენ, თუ რა განაპირობებდა ჩემს წარმატებას.
დიდი ხნის შემდეგ იმდენაც ცნობილი და წარმატებული გავხდი,რომ გაყიდვების შესახებ საკმაოდ ძვირადღირებულ ტრეინინგებს ვუძღვებოდი. ვასწავლიდი იმ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს,რაც სხვებისგან გამოკითხვით ვისწავლე… ფაქტია,რომ ჩემი მოსწავლეები წარმატებებს აღწევდნენ და ახლა ბევრი მათგანი მილიონერია.
მიზეზისა და შედეგის კანონი
ყველაზე ღირებული, რაც კი ჩემი გამოცდილებიდან ვისწავლე მიზეზისა და შედეგის კანონი გახლავთ. ეს ცნება, დასავლური ფილოსოფიისა და თანამედროვე აზროვნების ფუნდამენტალური პრინციპია. კანონი გვეუბნება,რომ სადაც არსებობს მიზეზი, შედეგიც იქაა. ყველაფერი კანონზომიერია და შემთხვეთით არაფერი ხდება. კანონი გვეუბნება,რომ ნებისმიერ მოვლენას აქვს თავი მიზეზი.
მაგალითისათვის, მოგიყვანთ წარმატების ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპს: თუ გააკეთებთ იმას, რასაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ, საბოლოოდ მიხვალთ იმ შედეგებამდე,რა შედეგებამდეც ისინი მივიდნენ…
რამდენიც არ უნდა ვიწუწუნოთ, ბუნება ნეიტრალურია. იგი არავის ანიჭებს უპირატესობას. ეს ყველა შემთხვევაში სიმართლეა: როდესაც მუდმივად ისე იქცევით, როგორც წარმატებული ადამიანები იქცეოდნენ, საბოლოოდ იგივე შედეგებს იღებთ, როგორსაც ისინი აღწევდნენ… ბედი,იღბალი, შესაძლებლობები და შემთხვევები მეორეხარისხოვანი ფაქტორებია და ამ კანონის ძალას გვერდს ვერაფერი უქცევს..
მე დღესაც კი ვიყენებ ამ უბრალო პრინციპს. თუ გსურთ იყოთ ბედნიერი, ჯანრმთელი, პოპულალური, პოზიტიური და თავდაჯერებული უბრალოდ გაიგეთ,როგორ ახერხებენ ამას ადამიანები,რომლებიც ამ პრივილეგიებით სარგებლობენ და გააკეთეთ ის,რასაც ისინი აკეთებენ. იფიქრეთ მათსავით, იგრძენით ის, რასაც ისინი გრძნობენ, გააკეთეთ, რასაც ისინი აკეთებენ და როგორც იმაში ხართ დარწმნუნებული,რომ ორჯერ ორი ოთხია, ასევე დარწმუნებული იყავით, რომ იგივე შედეგებს მიიღებთ,როგორსაც ისინი იღებენ…
ბრაიან ტრეისი; თარგმანი: 4motivi.com