1993 წლის ივნისში, ცნობილმა კომედიანტმა ბილ ჰიკსმა წერილი მიიღო, რომელშიც უცნობი მის მიერ სატელევიზიო შოუში გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებდა.
მსახიობმა მალევე მისწერა უცნობს საპასუხო წერილი.
1993 წლის, 3 ივნისი
ძვირფასო მეგობარო,
წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელიც თქვენს შეხედულებას აღწერდა ჩემი ღონისძიებების მიმართ, თავი ვალდებულად ჩავთვალე თქვენს პასუხი გამეცა. იმ იმედით, რომ უკეთესად დაგანახებდით ჩემს პოზიციას თქვენს შეხედულებათა მიმართ, ან შეიძლება უკეთესადაც გამეცნო თქვენთვის საკუთარი თავი. იმ ქვეყანაში საიდანაც ვარ, არსებობს ერთი უცნაური ცნება, რომელსაც „სიტყვის თავისუფლება“ ჰქვია. ის ბევრი ადამიანის შეხედულებით, კაცობრიობის მენტალური განვითარების ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევად ითვლება.
პირადად მე, „სიტყვის თავისუფლების“ ძლიერი მხარდამჭერი ვარ და დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი გაიზიარებდა ჩემს მოსაზრებას, ამ ცნების არსს კარგად რომ იცნობდეს. სიტყვის თავისუფლება ნიშნავს, რომ მხარს უჭერ ადამიანთა უფლებას გამოთქვან ზუსტად ის აზრები, რომელსაც არ ეთანხმები. (სხვა შემთხვევაში, თქვენ არ გჯერათ „სიტყვის თავისუფლების“, თუ არ ჩავთვლით იმ მოსაზრებებს, რომელზეც ფიქრობთ რომ აუცილებლად უნდა ითქვას.) გადავხედოთ რამდენი აზრი არსებობს სამყაროში და რადგან წარმოუდგენლად მოგვეჩვენებათ ყველა მათგანს დაეთანხმოთ, აუცილებლად მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია „სიტყვის თავისუფლების“ ცნება.
სიტყვის თავისუფლების იდეა მარტივად ამბობს: „მაშინ როცა არ ვეთანხმები ან არ მაინტერესებს, რასაც თქვენ ამბობთ, მე მხარს ვუჭერ თქვენს უფლებას, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, რადგან სწორედ ამაშია ნამდვილი თავისუფლება.