Skip to content

რა უნდა ვუამბოთ ბავშვებს სანტა კლაუსის შესახებ?

მარგარიტ მიდი – გავლენიანი ფიგურა კულტურის სფეროში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანთროპოლოგი, უდიდესი აკადემიური სახე, რომელმაც წინა პლანზე წამოწია ეს ერთობ დელიკატური საკითხი. მას ერთხელ ჰკითხეს, თქვენს ბავშვებს სჯერათ სანტა კლაუსის? თუ -კი, რას ეტყვით მათ, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ ის რეალურად არ არსებობს?!

რაზეც მიდმა უპასუხა:

„როდესაც სანტა -კლაუსის დამაჯერებლობაზე ვესაუბრებით ბავშვებს, ვაწყდებით პრობლემას, რაც ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ერთდროულად გრძნობენ, რომ საკუთარ შვილებს ეუბნებიან ტყუილს. ისინი ესაუბრებიან ბავშვებს მხიარულ, წითელ კოსტიუმში გამოწყობილ კაცზე, რომელიც „ჩამოუფრენს“ მათ წელიწადში ერთხელ და ბავშვების მიერ ბუხართან დატოვებულ წერილებს თან გაიყოლებს, შესაბამისად ბავშვები საჩუქრებსაც იღებენ. შობის ასეთმა აღქმამ შეიძლება ბავშვებს კმაყოფილების გრძნობა შესძინოს და როგორ აღიქვამენ ისინი შემდგომში რეალობას?!

სანტა კლაუსი ანუ იგივე წმინდა ნიკოლაუსი, რომელიც რეალურად ცხოვრობდა ჩვ.წ. II საუკუნეში მირასთან ახლოს, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია იგი ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ავადმყოფებს და ყველას ვისაც ჭირდებოდა შემწეობა. მას განსაკუთრებით ყვარებია ბავშვები და ამიტომაც შემდგომში მის შესახებ უამრავი ლეგენდა და ისტორია გავრცელდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამბავია თუ როგორ გადაარჩინა სამი ქალიშვილი პროსტიტუციას. ლეგენდის მიხედვით ერთ ღარიბ კაცს სამი ქალიშვილი ყოლია, მაგრამ იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ შვილებისათვის გასატანებელი მზითევიც კი არ ჰქონდა. მამამ გადაწყვიტა შვილებისათვის სხეულის გაყიდვა დაეძალებინა და ასე ეშოვა მზითვის ფული. როდესაც ეს ნიკოლაუსმა გაიგო აძვრა მათ სახურავზე და ბუხრის საკვამურში სამი ქისა ოქრო ჩააგდო. გოგოებს ბუხრისპირას გარეცხილი წინდები ქონიათ გაფენილი და ფული სწორედ ამ წინდებში ჩაცვივდა. სწორედ აქედან მოდის ბუხართან წინდების დაკიდების ტრადიციაც. ასე გადაარჩინა კეთილმა წმინდანმა გოგონები..

სანტა-კლაუსის არარეალურობის აღმოჩენის შემდეგ ბავშვები იმედგაცრუებუებულები არიან, რადგან მათი მოლოდინები სხვაგვარი იყო. საჭიროა ბავშვისთვის წმინდა ნიკოლოზის ისტორის მოყოლა და სწავლა, ახსნა რომ მათ განასხვავონ ფაქტები/რეალობა სიმბოლოებისა და გამოგონილი ამბებისგან.“ -წერს მიდი

მისი ორგვარი გამოცდილებიდან გამომდინარე, (როგორც ბავშვი და როგორც მშობელი) მიდი გთავაზობთ ალტერნატივას, ვიწრო ხედვით წარმოაჩინოთ სანტა-კლაუსი, როგორც მითი, სიკეთის სიმბოლო. ის სთავაზობს მშობლებს ეს კომერციული დასავლური დღესასწაული გამოიყენონ როგორც შესაძლებლობა გააცნონ საკუთარ შვილებს დაფარულად სიკეთის კეთების მნიშვნელობა.