1. გონება ადამიანს იმისთვის აქვს, რომ გონიერად იცხოვროს და არა იმისთვის, რომ ნახოს საკუთარი არაგონივრული ცხოვრება.
2. ყოველ კრიტიკოსს შორის ყველაზე გენიალური, დიდებული და სამართლიანია დრო.
3. ჭეშმარიტება ხალხზე მაღალია, ამიტომაც არ უნდა ეშინოდეს მისი.
4. სულმდაბალ ადამიანთათვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შურისძიება საკუთარი მახინჯი არსების გამო, ტალახის სროლა საკუთარი აზრებით სიწმინდის მიმართ.
5. ზნეობრიობა ფილოსოფიის ის ნაწილია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ მცირეოდენს თუ ასრულებენ.
6. თუ თქვენ იცით, რის გამო გიყვართ ქალი, ეს იმას ნიშნავს რომ, ის არ გიყვართ.
7. დუმილი თანხმობის ნიშანია ან შედეგი იმისა, რომ თქვენ არავინ გისმენთ.
8. ქალის ღირსების საზომი უნდა იყოს კაცი, რომელიც მას უყვარს.
9. ვინც წინ არ მიდის, ის უკან გზას მიჰყვება. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
10. არსებობს წიგნი, რომელშიც ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გადაწყვეტილია, რომლის შემდეგაც არაფერში არ გეპარება ეჭვი, ეს წიგნი უკვდავია, წმინდაა, ესაა მარადიული ჭეშმარიტების, მარადიული სიცოცხლის წიგნი — სახარება. კაცობრიობის მთელი პროგრესი, ყველა წარმატება მეცნიერებაში და ფილოსოფიაში გამომდინარეობს მხოლოდ ამ წიგნის საიდუმლო სიღრმეებში მეტად ჩაწვდომიდან.