Skip to content

ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი, ანუ წარმატების აუცილებელი ატრიბუტი

იმ დროს, სანამ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მეორე ადამიანს რაღაცას სთხოვს. ხოლო, ალბათ კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქვს თხოვნა, რომლისაც უბრალოდ ერიდება.

ჩვენ ხშირად გვიჭირდება დახმარება და გვაქვს სათხოვარი, ან უბრალოდ იდეა, რომლის სხვა ადამიანისთვის გაზიარებასაც ვერ ვახერხებთ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უარის მიღების შიშია.

”რომ არ დამეხმაროს?”

რჩევას, რომელიც ახლა მინდა მოგცეთ, ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი ჰქვია და მისი არსი შემდეგში მდგომარეობს:

ბენჯამინ ფრანკლინი აშშ-ს ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. ამ გამოჩენილ პოლიტიკურ ფიგურას და სახელმწიფო მოღვაწეს, ერთხელაც, სჭირდებოდა იმ ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება, რომელსაც ის არ უყვარდა. ფრანკლინმა სთხოვა, ეთხოვებინა მისთვის იშვიათი წიგნი. იგი დათანხმდა, რის გამოც ფრანკლინმა მას მადლობა გადაუხადა დახხმარებისთვის. ამის შემდეგ, ადამიანი, რომელიც ნეგატიურად იყო განწყობილი ფრანკლინის მიმართ მისი მეგობარი გახდა.

„ფრანკლინის ეფექტის“ პრინციპი შემდეგში მგომარეობს – ადამიანები თვლიან, რომ რადგანაც თქვენ მას რაღაცას სთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში თავადაც დაეხმარებით. ეს კი ქმნის ნდობას და პოზიტიურ მოლოდინს თქვენ მიმართ. ისინი თქვენს წარმატებას ხელს შეუწყობენ, რადგან საჭიროების შემთხვევაში წარმატებული ადამიანი დაუდგება გვერდით.

ანალოგიურად, თუკი თქვენ ვინმე რაიმეს გთხოვთ, ნუ ეტყვით უარს, რადგან არ იცით, როდის და რა დაგჭირდებათ მისგან. თუ თქვენ დაეხმარებით, თქვენც მარტივად მიმართავთ საჭიროების შემთხვევაში. ნებისმიერი თხოვნა მიიღეთ, როგორც თქვენსკენ გადმოდგმული ნაბიჯი.

„ფრანკლინის ეფექტმა“ გვაჩვენა, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანია როგორც შესრულება თხოვნებისა, ასევე სითამამის გამოჩენა სხვისთვის თხოვნაში. ამ მეთოდის დანერგვით თქვენს გარშემო კეთილგანწყობილ ადამიანებს გაამრავლებთ. ის რომ მეგობართა სიმრავლე მნიშვნელოვანია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ეს თავად ბენჯამინ ფრანკლინის ცხოვრებამ გვაჩვენა.

სტატიის ბოლოს მინდა გთხოვოთ გაუზიაროთ თქვენ მეგობრებს „ფრანკლინის მეთოდი“.