Skip to content

10 მილიარდერი, რომლებიც სიმდიდრის მიუხედავად მოკრძალებულად ცხოვრობენ

ბევრი იწყებს საკუთარ ბიზნესს გამდიდრების და ფუფუნებაში ცხოვრების მიზნით. ზოგიერთისთვის კი, ფული წარმატების გვერდითი ეფექტია, რომლითაც ისინი არ სარგებლობენ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ მსოფლიოში არსებობს მინიმუმ 10 მილიარდერი, რომელიც გიგანტური მიღწევებით არ სარგებლობს.

david

დევიდ ჩერიტონი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, 3 მილიარდი დოლარის მფლობელი

1998 წელს, ჩერიტონმა Google-ის დასაარსებლად 100 000-დოლარიანი ჩეკი გამოუწერა სერგეი ბრინს და ლარი პეიჯს. ამ ინვესტიციამ მას 3 მილიარდი მოუტანა, თუმცა ბიზნესმენს არ დაუწყია ცხოვრება მილიარდერთა უმეტესობასავით. სიმდიდრეს იგი იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ ასწავლოს სტენფორდში და სხვაზე არაფერზე იფიქროს.

„ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როცა ადამიანები მილიარდერებს განსაკუთრებულებად თვლიან. არ მესმის ხალხის, რომლებიც ყიდულობენ სახლებს უამრავი საძინებლითა და სააბაზანო ოთახით… ვფიქრობ, მათ ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ“ – განაცხადა მან 2006 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ჩერიტონი, რომელიც მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს და 1986 წელს გამოშვებული Volkswagen Vanagon-ით სარგებლობს, კვლავაც აგრძელებს ჩაის ერთჯერადი პაკეტის რამდენჯერმე გამოყენებას.

charli

ჩარლი ერჯერნი, Dish Network-ის თავმჯდომარე, ფლობს 16,3 მილიარდ დოლარს ერჯენი ადამიანი-ლეგენდაა. ათი წლის წინ, მან Dish-ის ანგარიშების ქვეშ საკუთარი ხელმოწერა დატოვა. ერჯენი დღესაც არ დადის კაფეებში და ამჯობინებს სახლიდან წაღებული ბუტერბროდებით კვებას. მივლინებების დროს, სარგებლობს სასტუმროს ყველაზე იაფი ნომრებით. ინტერვიუში მან მსგავსი დამოკიდებულება ასე განმარტა:

„ჩემი მშობლები დიდი დეპრესიის დროს გაიზარდნენ. ასე რომ, არასდროს მიფიქრია წითელი ხისგან დამზადებული მაგიდის შეძენაზე“.

per

პიერ ომიდიარი, eBay-ის დამაარსებელი, ფლობს 8,1 მილიარდ დოლარს ომირიადი მილიარდერთა სიაში 2008 წლიდან ჩაეწერა, თუმცა ცხოვრების წესი დღემდე არ შეუცვლია.

„ჩვენ როგორღაც გამოვტოვეთ სტადია „უბრალოდ გამდიდრების“ და პირდაპირ გადავედით „სუპერმდიდარი“ ბიზნესმენების ხარისხში. მე მაშინვე გამიჩნდა შეგრძნება, რომ რადგან მდიდრები ვართ, შეგვიძლია არა ერთი ძვირადღირებული მანქანის შეძენა, არამედ ერთად ყველა მანქანის, რაც არსებობს. მაგრამ როცა ამას აცნობიერებ, მიზიდულობა ძვირფასი მანქანებისადმი მაშინვე ქრება. შენაძენს არანაირი კმაყოფილება არ მოაქვს. რატომ დავკარგოთ მათზე დრო?“

davitkerp

დევიდ კარპი, Tumblr-ის დამაარსებელი, ფლობს 200 მილიონ დოლარს

კარპის მიერ წლების წინ დაარსებული ბლოგ-პლატფორმა Tumblr 1 მილიარდ დოლარად Yahoo-მ შეისყიდა. დევიდმა 1,6 მილიონად ბრუკლინში კომფორტული ბინა შეიძინა და დღემდე არ იცის, რა გააკეთოს დარჩენილი თანხით.

„არ ვკითხულობ ქაღალდის წიგნებს, არ ვყიდულობ ბევრ ტანსაცმელს. ყოველთვის მაოცებდა ადამიანების მისწრაფება – გაევსოთ ოთახები სხვადასხვა განსხვავებული ნივთებით.“ – განაცხადა კარპმა ინტერვიუში.

azim

აზიმ პრემჟი, Wipro Limited-ის ხელმძღვანელი, ფლობს 15,4 მილიარდს ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ფულის დახარჯვას ვერ იტანს. IT ქონების უდიდესი მფლობელი დაფრინავს ეკონომ-კლასით, ინდოეთში გადაადგილებისთვის კი ღარიბთათვის განკუთვნილი სამბორბლიანი ტაქსით სარგებლობს.

ამბობენ, პრემჟი დღემდე აკონტროლებს, რამდენად ეკონომიურად მოიხმარენ მისი თანამშრომლები ტუალეტის ქაღალდს. ხშირად ახსენებს მათ, რომ გამორთონ შუქი, როცა ოთახში არავინაა. „ანიმაციური პერსონაჟი, ძია სკრუჯი, პრემჟთან შედარებით სანტა კლაუსია“ – ასე ახასიათებს ბოსს ერთ-ერთი თანამშრომელი.

mark

მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის დამაარსებელი, ფლობს 32,4 მილიარდს

ცუკერბეგს სიცოცხლის წლებზე მეტი მილიარდები აქვს, თუმცა ეს მის ცხოვრებაზე არ აისახება: ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ შეცვალა ავტომობილი Acura TSX 30 000 დოლარის ღირებულების Volkswagen Golf-ით.

Los Angeles Times-ის ცნობით, 2011 წელს 7 მილიონად შეძენილი მისი სახლი „ისეთივე მოკრძალებულია, როგორც ცუკერბერგი“.

ახალგაზრდა მილიარდერი არ ხარჯავს ფულს ძვირფას სამოსზე და იშვიათად ტოვებს ზედმეტ თანხას რესტორანში.

iankum

იან კუმი, WhatsApp-ის დამაარსებელი, ფლობს 6,8 მილიარდ დოლარს უკრაინიდან წასული იან კუმი მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი კომპანია WhatsApp-ი მიჰყიდა Facebook-ს, თუმცა მილიარდერივით მოქცევა სრულებითაცარ დაუწყია.

საინტერესო ამბავი: კუმი ჩქარობდა Facebook-თან გარიგების დადებას, რადგან ავიაკომპანიისგან ბონუსად მიღებული ბილეთით ბარსელონასი მიემგზავრებოდა. იგი სულაც არ აპირებდა სარფიანი გარიგების აღსანიშნავად ევროპაში ახალი, ფასიანი ბილეთით წასვლას.

kuki

ტიმ კუკი Apple-ს მეთაური, 400 მილიონი დოლარის მფლობელი Apple-ის ხელმძღვანელი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მენეჯერად, თუმცა სულაც არ ტკბებოდა ცხოვრებით მისი სტატუსის შესაფერისად. მთელი მისი ღირებული შენაძენი არის 9,1 მილიონის ღირებულების სახლი პალო-ალტოში.

„არ მინდა დავივიწყო, ვინ ვარ და საიდან გამოვედი. ცხოვრების მოკრძალებული წესი ამაში მეხმარება. ფული ჩემთვის მოტივაცია არასდროს ყოფილა“.

toni

ტონი ჰსი, Zappos-ის დამარსებელი, 1 მილიარდი დოლარის მფლობელი

1999 წელს, მისი სტარტაფის Microsoft-ისთვის 265 მილიონ დოლარად მიყიდვის შემდეგ, ჰსი ბაჰამის კუნძულებზე არ წასულა. იგი ახალი პროექტებით დაკავდა.

Zappos-ის ერთ-ერთი ინვესტორი ჰსის ცხოვრების სტილს ასე ახასიათებს:

„ტონი ყოველთვის მოქმედებს უჩვეულო და არასტანდარტულად. ადამიანების უმეტესობას არაფრით ესმის, რატომ არ მიდის იგი საცხოვრებლად პლაჟებზე და არ ცურავს ფულში. მაგრამ მას ეს არ აინტერესებს.

brin

სერგეი ბრინი, Google-ს დამფუძნებელი, ფლობს 30 მილიარდ დოლარს ბრინი, პრაქტიკულად, Google-ის დაარსებისთანავე გამდიდრდა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პირადი ვერტმფრენის ფლობას, შეიძლება ითქვას, რომ იგი საკმაოდ ასკეტურად ცხოვრობს.

„მოკრძალებული ცხოვრება მშობლებმა მასწავლეს. ბევრი ნივთის გარეშე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. დღემდე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ვერ ვიტან, როცა ადამიანები არ მიირთმევენ საკვებს სრულად. ვუყურებ ძვირფასეულობას მაღაზიებში და არასდროს ვყიდულობ მას, რაც ძალიან ძვირად მიმაჩნია. მიწევს ვაიძულო საკუთარი თავი, არ ვაკეთო ეკონომია. როცა პატარა ვიყავი, შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი ფულის გარეშეც“.

ბრინი დღემდე ყიდულობს სამოსს ფასდაკლებით, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ 219 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე დაეხარჯა.