Skip to content

ბელადონა (პოზიტიური დამოკიდებულების გაკვეთილი)

ერთხელ მოსწავლე მასწავლებელს ესტუმრა და შესჩივლა:
 
– ძალიან დიდ დროს ვუთმობ იმაზე ფიქრს რაზეც არ უნდა ვიფიქრო, მსურს ის რაც არ უნდა მსურდეს და ვგეგმავ იმას რასაც არ უნდა ვგეგმავდე.
 
მასწავლებელმა სთხოვა მას, რომ ბაღში გაესეირნათ და იქ გაეგრძელებინათ საუბარი.
 
გზაზე მათ შეამჩნიეს ერთი უცნაური მცენარე. მასწავლებელმა კითხა მოსწავლეს თუ იცოდა რაიმე მის შესახებ.

– ეს ბელადონაა –უპასუხა მოსწავლემ.  მას შხამიანი ფოთლები აქვს და შეუძლია მოკლას ადამიანი, რომელიც მათ შეჭამს.
 
–მაგრამ მას არ შეუძლია მოკლას ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჩვენსავით აკვირდება მას – უპასუხა მასწავლებელმა.
 
ნეგატიურ ფიქრებს არ შეუძლიათ რაიმე ზიანი მოგვაყენონ ,თუ ჩვენ არ მივცემთ მათ ამის ნებას . . .