Skip to content

ბედნიერების დევნაში

2006 წელს გამოვიდა გაბრიელ მუჩინოს ფილმი “ბედნიერების კვალდაკვალ”, რომელიც სამოტივაციო ეპიზოდებით არის დახუნძლული.

ქრისტოფერ გარდნერი(ვილ სმიტის პერსონაჟი): მახსოვს ერთხელ დავფიქრდი, თუ რატომ წერს თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომ ადამიანს აქვს სამი ხელშეუხებელი უფლება: სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების დევნის. და მაშინ გავიფიქრე, თუ როგორ მიხვდა იგი და მოახერხა ჩაეწერა ბედნიერების დევნა ჩვენს უფლებებში.

ქრისტოფერ გარდნერი: შვილო არავის არასოდეს მისცე ნება გითხრას, რომ რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია. თვით მეც კი. კარგი?!
გაქვს ოცნება? მიდი აისრულე! თუ ადამიანებს თვითონ არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება შენც გეტყვიან, რომ ეს შეუძლებელია. გსურს რაიმე, მიდი იბრძოლე მისთვის!
ქრისტოფერი (შვილი): მამა გინდა ერთი სასაცილო ამბავი მოგიყვე?
ერთი კაცი შუა ზღვაში იძირებოდა და ნავით კაცმა გამოიარა და უთხრა მოდი დაგეხმარებიო. კაცმა უარი უთხრა ღმერთი მიშველისო. მეორედაც გამოირა სხვა ნავმა და მანაც დახმარება შესთავაზა. კაცმა კვლავ იუარა, ღმერთის იმედი მაქვს იგი მიშველისო.
კაცი ჩაიძირა და გარდაიცვალა. სამოთხეში მოვხედრილმა კაცმა ღმერთს შესჩივლა: მე შენი იმედი მქონდა და რატომ არ დამეხმარე?!
ღმერთმა უპასუხა: ვიცი, ჩემი იმედი რომ გქონდა.აბა ის ორი ნავი რისთვის გამოვგზავნეო.