Skip to content

ამპარტავნება სულიერ ძალებს გვაკარგვინებს

ამპარტავნება გვაკარგვინებს დიდ ცხოვრებისეულ ენერგიას და ძალა. ტყუილად როდი მიეკუთვნება ეს გრძნობა მომაკვდინებელ ცოდვათა რიგს!

ამპარტავნება წყაროა მრავალი დამღუპველი ემოციისა და აზრისა, ხოლო ნეგატიურ აზრებს და ემოციებს, თავის მხრივ, მივყავართ ავადმყოფობამდე და ტანჯვამდე.

ადამიანი, რომელსაც სურს მოიკრიბოს პირადი ძალები, ანუ სასიცოცხლო ენერგია, რაც წინააღმდეგობების გადასალახად, ჩანაფიქრის გართულებების გარეშე შესასრულებლად და საკუთარ თავზე სამუშოდ სჭირდება, ვალდებულია განთვისუფლდეს ამპარტავნებისაგან.
მაგრამ იმისათვის, რომ განთვისუფლდეს ამპარტავნებისაგან, ჯერ უნდა შეიცნოს იგი.

ამპარტავნების დამახასიათებელი ნიშნებია:

1. ამპარტავნება, პირველ რიგში, გამოვლინდება გამუდმებით საკუთარი უცოდველობის და სიმართლის, და სხვათა დამნაშვეობის შეგრძნებით. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ყოველთვის მართლები არიან და განწყობილები არიან განიკითხონ, გაჭორონ, გააკრიტიკონ, დაადანაშაულონ ვინმე.

2. ამპარტავნების შემდგომი გამოვლინება საკუთარი თავის შეცოდებაა. საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება წარმოადგენს საკუთარი თავის ფარულად შეცოდებას. ადამიანი თავს გრძნობს უბედურად, ის განიცდის შიშს მთელი სამყაროს მიმართ და იმისათვის,რომ მისგან თავი დაიცვას, საჩვენებლად გამოაქვს საკუთარი მნიშვნელოვნება, ღირებულება, ღირსებები. ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, ის იწყებს ტირანის, ან მსხვერპლის როლის თამაშს. მისი ცხოვრებიდან ქრება ყურადღებიანობა, სიფხიზლე და გაწონასწორებულობა.

3. ქედმაღლური დამოკიდებულება და შეუწყნარებლობა. ადამიანი თავს სხვაზე აღმატებულად გრძნობს, შესაბამისად, სხვა ადამიანებს მასზე დაბლა მდგომად მიიჩნევს.

4. მფარველური დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. ამპარტავნების ასეთი გამოვლინება გვხვდება შეუწყნარებლობასთან ერთად. ჩვეულებრივ როდესაც ვინმეს ეხმარებიან, ითხოვენ მადლიერებას და პატივისცემას. ასეთი ადამიანისაგან ხშირად გაიგონებთ: “შენ ჩემი მადლობელი უნდა იყო იმის გამო, რაც მე გაგიკეთე!“

5. სხვებისა და საკუთარი თავის დამცირება. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ხელმოცარულად, უუნაროდ თვლიან, და თუ ხედავენ ვინმეს, მასზე მაღლა მდგომს, მზად არიან მათ წინაშე მუხლებზე იხოხონ. მაგრამ ამავ დროს, თუკი ისინი ამჩნევენ მათზე დაბლა მდგომ ადამიანს, აიძულებენ, სწორედ ასე მოიქცნენ.

6. საკუთარი მნიშვნელოვნების გამოვლინებას წარმოადგენს მოსაზრება, რომ „მის გარეშე სამყარო ვერ იარსებებს.“ ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ყველაფერი მას ემყარება: სამსახური, ოჯახი, ქვეყანა. აქ არსებობს ფაქიზი ზღვარი პასუხისმგებლობის გრძნობასა და საკუთარ მნიშვნელოვნებას შორის.

7. მეტად სერიოზული დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. ადამიანს ექმნება წარმოდგენა, რომ ის მეტად მნიშვნელოვანი პიროვნებაა. სწორედ ეს აძლევს საბაბს გაღიზიანდეს მიზეზიანად თუ უმიზეზოდ. და როდესაც ცხოვრებაში რამე ისე ვერ არის, როგორც მას სურს, მას შეუძლია ადგეს და წავიდეს. ასეთ სიტუაცია ხშირად გვხვდება ოჯახებში გაყრის დროს. მეუღლეები ფიქრობენ, რომ ამით საკუთრი ხასიათის სიძლიერეს ავლენენ, მაგრამ ეს ასე არ არის.

8. თავის ზედმეტი დაფასება თავის მხრივ წარმოშობს სხვა პრობლემას- ადამიანი იწყებს ყურადღების გამახვილებას იმაზე, თუ რას ფიქრობენ და ლაპარაკობენ მასზე სხვები. მას უვითარდებათ ნარცისიზმი და საკუთარი თავით ტკბობა.

9. მკვეხარობა. სხვებზე უკეთესობის გრძნობა. ადამიანი იწყებს საკუთარი ღირსებების ქებას. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი. მას სურს უბრალოდ, გარშემომყოფთა მოწონება დაიმსახუროს ,,შეიგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება.

10. დახმარებაზე უარის თქმა. ამპარტავანი ადამიანი უფლებას არ აძლევს სხვებს მას დაეხმარონ. რატომ? იმიტომ, რომ მას ყველა ნაყოფი თავისთვის უნდა, ეშინია, რომ ვინმესთვის მოუწევს განაწილება.

11. დაუოკებელი სურვილი- მიიღოს დიდება, პატივი, აღზევება. ადამიანები მიიწერენ საკუთარ თავზე სხვათა დამსახურებას და შრომას. ამავე დროს მას აქვს მიდრეკილება შექმნას კუმირი სხვათაგან.

12. აზრი იმის შესახებ, რომ მისი მოღვაწეობა ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია.

13. ჯიბრიანობა. სურვილი, მოწინააღმდეგეს ცუდი გაუკეთოს, ატკინოს. ნებისმიერი კონკურენცია იწვევს დაძაბულობას, აგრესიას, ქვეცნობიერ სურვილს მეტოქის დამარცხებისას, რასაც შედეგად მოაქვს იმედგაცრუება და ავადმყოფობა.

14. მისწრაფება, განიკითხონ ადამიანები მათი შეცდომების, საქციელის, და მოქმედების გამო. ასეთი ადამიანი სხვებში შეგნებულად ეძებს ნაკლოვანებებს, აზრობრივად სჯის მათ, ეს ყველაფერი კეთდება რისხვით, გაღიზიანებით და სიძულვილით. ზოგჯერ ჭკუის სწავლების სურვილით.

15. ისეთი სიტყვების გამოყენება, რომელთ მნიშვნელობაც სხვათათვის გაუგებარია. ჩვეულებრივ, ეს მანკიერება სწავლულებს ახასიათებთ.

16. თავისი ცოდნის გაზიარების სურვილის არქონა.

17. მადლიერების და პატიების სურვილის არქონა. ბუტიაობა.

18. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებისადმი უსამართლობა. ასეთ ადამიანს შეუძლია არ შეასრულოს დანაპირები, სპეციალურად შეიყვანოს სხვა შეცდომაში, იცრუოს.

19. სარკაზმი. მისწრაფება წაკბინოს, ბოროტად ეხუმროს ადამიანს, მწარე შენიშვნებით და უხეშობით გაანაწყენოს.

20. საკუთარი ნაკლოვანებების აღიარების სურვილის არქონა მეტყველებს სულიერ პრობლემებსა და ამპარტავნებაზე
ლელა გორდეზიანი