Skip to content

ადამიანის ცხოვრების აზრი

ადრე თუ გვიან ყოველ ადამიანს უჩნდება კითხვა ვინ ვარ და როსთვის ვცხოვრობ? მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ არსებობა მაშინ იქცევა ცხოვრევბად, როდესაც ადამიანი სვამს ამ კითხვას. ჩდილობს უპასუხოს და კონკრეტული, მარადიული მიზნისკენ წარმართავს მიწიერ ცხოვრებას. Mმრავალ ბრძენს უცდია პასუხის გაცემა, თითქოს უპოვია კიდეც, მაგრამ ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელიც პასუხით ბედნიერი გამხდარა.
ჩემთვის ცხოვრება თვითონ დიდი აზრია, რომელსაც უნდა ჩაწვდე… ცხოვრება დიდი სიამოვნების ბურთია, რომელიც ნელ-ნელა უნდა შეიცნო. თითქოს ძალიან არარეალურია, მაგრამ მჰჯერა რომ ყველას გამოუვა ვინც მოინდომებს.
ზოგისთვის ბედნიერებაა ცხოვრების აზრი, მაგრამ ბედნიერებას ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ, ზოგს ერთი ყოფნის, ზოგისთვის კი ათასიც არაა საკმარისი. ბედნიერება ჩვენი ცხოვრების ნაწილია და არა მისი აზრი.
საერთოდ ჩვენს ცხოვრებას რა აზრი ექნება თუ არანაირ სარგებელს არ ვნახავთ? უფალმა სიცოცხლე გვაჩუქა და ესეიგი ეს ტყუილად არ მომხდარა, თავისუფლება მოგვცა და ვინც ამას არ აფასებს, ის საკუთარ თავს არ აფასებს. აქედან გამომდინარე პიროვნულად არც არავინ დააფასებს იმ ადამინს, რომელსაც საკუთარი თავი არაფრად უღირს.
ცხოვრების აზრი სიყვარულშია… დედის, მამის, დის, ძმის,მეუღლის, შვილის, მეგობრის, ახლობლების და ასე შემდეგ. ზოგს მიაჩნია რომ სწავლაშია, ზოგს ფულში, რწმენაში მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი სიყვარლისთვის აკრეთებს საბოლოოდ, ანუ ჯაჭვის ბოლო რგოლი მაინც სიყვარულია, თუნდაც ეგოისტური.
ზოგადად ცხოვრება იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადებაა. მისი აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ წუთისოფელში, სადაც თანაბრადაა ბოროტება და სიკეთე, გულწრფელობა და ფარისევლობა, შენ, ადამიანმა საკუთარი აჩევანი გააკეთო და ამ არჩევნის მართებულობის მიხედვით ჯოჯოხეთში ან სამოთხეში მოხვდე.
ადამიანის მიერ გასავლელი გზა ორნაირია:არიან ადმიანები, რომლებიც ბოროტების გზაზე დადიან და არიან ადამიანები, რომლებიც- სიკეთის. მათგან პირველზე ადვილია სიარული, ხოლო მეორეზე ძნელი, რადგან ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა ვიწროა და მცირედნი თუ ჰპოვებენ მას. ცხოვრების აზრი კი რწმენა და ღვთის სიყვარულია.
გამომგზავნი/ავტორი: ანი მაღრაძე