Skip to content

ცხოვრება

ცხოვრება? ცხოვრება რაღაც სხვაა, რაღაც უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ სიტყვა. ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ყოველი მწერლის მიერ დანახული სამყარო, სიცოცხლე საერთოდ სხვანაირია. მე სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვარ, მაგრამ ბევრად მეტი, დიდი გამოცდილება მაქვს, ვიდრე ჩემს რომელიმე თანატოლს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემებური შეხედულება მაქვს. ბევრი რამ ვიცი ცხოვრებაზე მიუხედავად იმისა, რომ ამის ნახევარიც არ მაქვს გავლილი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის კი არაა, რომ პრობლემები გადალახო, არამედ ის, თუ როგორ გადალახავ მას.
მსოფლიოში უამრავი ცნობილი რეჟისორია, რომელიც ქმნის ფილმს ან დგამს სპექტაკლს და შემდეგ ხალხის მიერ აღიარებული ხდება, მაგრამ არც ერთი მათგანი ისეთი გონებამახვილური და აღიარებული არ არის როგორც ყველაზე დიდი დადგმა “ცხოვრება”.
ცხოვრება ყველაზე დიდი თამაშია, დრამაა, სპექტაკლია, რომელსაც ადამიანი დიდი თავგამოდებით თამაშობს. ჩვენ ყოველდღიურად ახალ-ახალ ნიღბებს ვირგებთ ჩვენს სახეებზე და სხვადასხვა როლს ვთამაშობთ ყველანი ერთად, ერთ დიდ სცენაზე.
Yყველაფერი ფარსია, რა უაზრობაა, რა უაზროა ეს ცხოვრებაც, ეს სიტყვებიც, ყველაფერი და მაინც ვიბადებით, რისთვის? რომ მოვკვდეთ, რომ შევიგრძნოთ ამქვეყნიური წამიერი სიხარული თუ ტანჯვა.
როდესაც ვფიქრობ ამ საკითხზე ყოველთვის მახსენდება ონორე დე ბალზაკის ერთ-ერთი ფრაზა: “ნუთუ მისაღებია ცხოვრების ტანჯვა, თუკი მომავალში უხილავ წერტილად გადაქცევა გვიწერია?” თქვენი აზრით მისაღებია?
მილიონობით ადამიანი იბადება დედამიწაზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ჩემნაირი ცხვირი, ბაგეები, თვალის ჭრილი ან აზრები, მაგრამ მე, ადამიანი, რომელიც ახლა აი ამას ვწერ, აღასდროს დავბრუნდები. Gგავა წლები და ვიღაც იტყვის ჩემზე, რომ მრავალ წელიწადს ვცხოვრობდი, ვჭამდი, ვიცინოდი, მიყავრდა და სხვებივით ვიმედოვნებდი. მაშ აი, რა ყოფილა სიცოცხლე! რამდენიმე საათი და აღარაფერი. იბადები, იზრდები, ტკბები, ელოდები და კვდები. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული ჩვენს სიცოცხლეს, ცხოვრებასაც კი. ყოველი ჩვენგანი კვდება, იხრწნება და დასაბამს ახალ არსებას აძლევს. ყოველივე წყვეტს არსებობას და არასოდეს სიცოცხლეს აღარ დაუბრუნდება – არც მწერი, არც ადამიანი, არც მნათობი.
გამომგზავნი/ავტორი: მარიამ კაპანაძე