Skip to content

“წარუმატებლობა გზაზე დადებულ ქვას გავს”

წარუმატებლობა გზაზე დადებულ ქვას გავს. ფეხს რომ წამოკრავ და ისე დაენარცხები ვერც კი წარმოგიდგენია ოდესმე თუ ადგები. მერე რის ვაი-ვაგლახით აწყობ დაჟეჟილ სხეულს, დგამ პირველ ნაბიჯს და მაშინვე ხვდები, რომ მუხლები გიკანკალებს, რომ ტკივილი, უნდობლობა, შიში, იმედგაცრუება გერევა…

და მაინც დგები…

ჰო შენ დგები და მიდიხარ, მაგრამ თავად აღარ გჯერა, რომ კვლავ შეძლებ სიარულს!

ცხოვრების გზაზე ბევრი კენჭი, ქვა და ლოდია დადებული. ბუნებრივია ხშირად ვეცემით. ზოგჯერ უმტკივნეულოდ, ზოგჯერ კი ძალიან მწარე ნაირევი გვრჩება…

დიახ უნდა წამოდგე, უნდა გზა განაგრძო, მაგრამ მთავარი ისაა არ დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებ მყარად სიარულს, როცა გეცოდინება რატომ წაიქეცი!

ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა ადგები უკან მოიხედე, კარგად გაიაზრე რა მოხდა და მერე..

მერე გახედე წინ სავალ გზას და დაიჯერე, რომ შენ ახლა კიდევ უფრო ძლიერი ხარ, რადგან გაქვს გამოცდილება. წინა დაცემით მიღებული გამოცდილება!

და შენ აუცილებლად იგძნობ, რომ თითოულ კენჭში შეგიძლია იპოვო ის, რაც მოგცემს საკუთარი თავის რწმენას. აი მაშინ კი მზად იქნები წელში გამართულმა იარო ქვა-ღორღიან ცხოვრების გზაზე, მყარი ნაბიჯებით, წინ – ახალი გამოწვევებისკენ!

ავტორი: ნათია გოცაძე