Skip to content

“ბუდენბროკები”: რა არის წარმატება?

რა არის წარმატება? იდუმალი, ენით აღუწერელი ძალა, წინდახედულება, მზადყოფნა..იმის შეგნება, რომ შენს ირგვლივ მოქმედ ცხოვრებისეულ მოვლენებზე თვით შენი არსებობის ფაქტითაც კი ახდენ გავლენას.. იმის რწმენა, რომ ცხოვრება შენს სასიკეთოდ აქეთ შეგეგუება.. ბედნიერება და წარმატება ჩვენსავე არსებაშია. ჩვენ თვითონ უნდა გვეჭიროს ისინი მტკიცედ, ურყევად. როგორც კი აქ, შიგნით დაიწყება მოდუნება, როგორც კი შეგვეპარება დაღლა, ყველა ძალა მყისვე აიშვებს თავს და გარეთ მიილტვის. მერე წინ აღგიდგება, შენს გავლენას აღარ ემორჩილება… მაშინ უბედურება უბედურებას ემატება, დარტყმა დარტყმას მოსდევს და მორჩა, დგება ღსასრული! ამ ბოლო დროს ხშირად მიფიქრია სადღაც წაკითხულ ერთ თურქულ ანდაზაზე: “სახლი რომ აშენდება, სიკვდილი მოდისო”. რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი სიკვდილი მოვიდეს, მაგრამ უკან დაქანება, დაქვეითება, აღსასრულის დასაწყისი კი მოდის…

… ვიცი რომ ხშირად გარეგნული, ხილული და ხელშესახები ნიშნები და სიმბოლონი ბედნიერებისა და აღმავლობისა მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა სინამდვილეში ყველაფერი თავქვე მიექანება. ამ გარეგნული ნიშნების გამოჩენას დრო სჭირდება მსგავსად ვარსკვლავის შუქისა, რომელიც არც კი ვიცით ქრება თუ არა, იქნებ უკვე ჩამქრალიცაა, მაგრამ ამ წუთში კი ყველაზე ნათლად კაშკაშებს.”

თომას მანი – “ბუდენბროკები”