კომპანია GAP ქალისა და მამაკაცის სამოსის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 1992 წლისათვის მას კონკურენეტებს შორის მეორე ადგილი ეკავა ამერიკის შეერთბეულ შტატებში, ხოლო უკვე 1994 წლისათვის 25-ე ადგილი დაიკავა ამერიკის 50 ყველაზე ცნობილ ბრენდს შორის. კონკურენციის მომძლავრების კვალობაზე GAP-მა წარმატებით შეცვალა მისი სტრატეგია და შეძლო შეენარჩუნებინა მისი საბაზრო წილი. 1995 წლის ბოლოსათვის კომპანიას 1500-მდე სავაჭრო წერტილი გააჩნდა, მისი ოთხი მთავარი მიმართულებისათვის: GAP, GAPKids, Banana Republic, Old Navy Clothing. GAP-ის საქმიანობის მე-5 მიმართლება -საერთაშორისო ხაზი 1995 წლის ბოლოსათვის, 164 მაღაზიით საქმიანობდა კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიასა და იაპონიაში.