
“ადამიანი ადამიანის მოტივაციაა” ვამბობ მე და მახსენდება ნოდარ დუმბაძის სიტყვები. რას გვასწავლის ბიბლია? რას გვასწავლიან სხვადსხვა რელიგიები, გვასწავლიან გიყვარდეთ ერთურთი, ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, ისწრაფოდეთ ცხონებისკენ, რადგან ხართ შექმნილი სახად და ხატად ღმერთის. ბუდისზმის მიხედვით ადამიანმა უნდა განვლოს ბევრი ცხოვრება რომ მიაღწიოს იმ სულიერ თუ გონებრივ მდგომარეობას რისთვისაცაა გაჩენილი. და რა არის ეს ყველაფერი? სიყვარული არის მოტივაცია, სიცოცხლე არის მოტივაცია, მეგობარი არის მოტივაცია. მთავარია ადამიანმა დაისახოს მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ის აუცილებლად მიაღწევს ამას. მხოლოდ ამისთვისაა საჭირო კარგი გეგმა, დროის მოზომვა და დაუღალავი შრომა. „შრომამ შექმნა ადამიანი!“ და არა ჭამამ, სმამ, და საჭმლის მონელებამ. შრომამ შექმნა თქვენი სახლი, თქვენი ტანსაცმელი, თქვენი სამყარო! ამ ადამიანებს ქონდათ დიდი მოტივაცია, ამდენი რამის გაკეთება გონებამოდუნებულ და ზარმაც ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ ვიყოთ მოტივირებულები, დავეხმაროთ ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს და ცხოვრება გავხადოთ უკეთესი.
ჩემი მოტივაცია ამ ესსეს წერისას იყო, ის რომ მკითხველთათვის გამეზიარებინა ჩემი აზრი და ენთუზიაზმი, ჩემი მიზანია ყველამ, ამის წაკითხვის შემდეგ რაღაც ცოტა შეცვალოს, მეტის კეთების სტიმული მიეცეს. ასევე მოტივაცია იყო რათქმაუნდა ფულადი ჯილდოც.
ბოლოს კი მოვიყვანონ ყველასთვის ცნობილი დიდი ადამიანის ციტატებს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. მის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ.
„მხოლოდ მიზნის არსებობას მოაქვს სიცოცხლისთვის აზრი და კმაყოფილება. ეს ხელს უწყობს არა მარტო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, არამედ გაძლევთ თქვენ ცოტაოდენ ოპტიმიზმს ძნელბედობის დროს“
„იმის ფიქრი, რომ მალე მოვკვდები- ყველაზე მთავარი იარაღია, რომელიც მეხმარება ჩემს ცხოვრებაში რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან სხვა ყველაფერი – სხვისი აზრი, ეს სიამაყე, სირცხვილისა და წარუმატებლობის შიში – ეს ყველაფერი უძლურია სიკვდილთან შედარებით და ტოვებს მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვანს. სიკვდილის ხსოვნა – საუკეთესო ხერხია გაექცე იმ აზრს, რომ თქვენ გაქვთ დასაკარგი. თქვენ უკვე შიშველი ხართ. თქვენ აღარ გაქვთ მიზეზი ყური არ დაუგდოთ გულის ძახილს“
„იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ძილის წინ საკუთარ თავს უთხრა, რომ გააკეთე რაღაც მშვენიერი – აი რა არის მართლაც მნიშვნელოვანი“.