Skip to content

თვალებით კონტაქტის 5 ფსიქოლოგიური საიდუმლო

არსებობს რამოდენიმე ყურადღსაღები კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ გავლენას ჩვენს ქცევაზე არავერბალური ნიშნები, კერძოდ კი ის მანიშნებლები, რომლებიც თვალებიდან მოდიან.

არსებობს 5 საინტერესო ფაქტი:

1. თვალებით კონტაქტი სტიმულირებას იწვევს.

1

თუ ვინმეს თვალებში პირდაპირ უყურებთ, ეს ნიშნავს რომ სტიმულს აძლევთ. თუ როგორ აღიქმება ეს სტიმულები, უშუალოდ სიტუაციის მონაწილეებსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ თვალებში უცხო ადამიანი გიყურებთ, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება, დიდი შანსია რომ შიშის გრძნობა დაგეუფლოთ და თავდაცვის სტიმული გაგიჩნდეთ (მიუხედავად იმისა, რომ არაა გამორიცხული “საეჭვო ადამიანი” თქვენს მიმართ სულაც არ იყოს მტრულად განწყობილი). ისეთი ადამიანის შემოხედვა კი, რომელიც შეიძლება პოტენციურ პარტნიორად აღიქვათ, შესაძლებელია ინტერპეტირებულ იქნეს,როგორც ურთიერთობის სურვილი, ასე ვთქვათ, “მიპატიჟება”.

2.თვალები გეტყვიან, ღიმილი ყალბია თუ ნამდვილი.

2

ფსიქოლოგი პოლ ეკმანი განასხვავებს ღიმილს, რომლებიც ნამდვილ ბედნიერებას გამოხატავს და ყალბ ღიმილს, რომელიც გამოიყენება სხვა ემოციების შესანიღბად. იმის გასაგებად ნამდვილად, გულწრფელია თუ არა ღიმილი საკმარისია ადამიანის თვალებზე დაკვირვება. როდესაც გულწრფელად ვიღიმებით, თვალების გუგები ვიწროვდება და კანზე შესამჩნევი ხაზები ჩნდება, ანდა ნაოჯები თვალის კუთხეში. (დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს);

3. თვალის გუგების გაფართოება ინტერესის ნიშანია.

3

როდესაც ვინმე ან რამე გვაინტერესებს თვალის გუგები გვიფართოვდება. ეს გულწრფელი დაინტერესების ნიშანია.

4. ორმხრივი თვალებში ყურება სიყვარულის ნიშანია.

4

ბევრი კვლევა ასკვნის, რომ როცა ადამიანები ხშირად უყურებენ ერთმანეთს თვალებში, მათ ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობები აკავშირებთ.

5. თვალებით კონტაქტის სიხშირის მიხედვით შეიძლება ამოიცნოთ მატყუარა ადამიანი.

5

ამბობენ “მატყუარა ადამიანი, თვალებში არ შემოგხედავთო”, მაგრამ კვლევა “არავერბალური კომუნიკაცია და თვალთმაქცომა” ასკვნის, რომ ადამიანი, რომელიც იტყუება უფრო ხშირად იყენებს უშუალო თვალებით კონტაქტს, ვიდრე ის ვინც სიმართლეს ამბობს. კვლევა განმარტავს, რომ მატყუარა ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი ალალმართლობის დამტკიცებას, განსაკუთრებული დამაჯერებლად ცდილობს დაგარწმუნოთ საკუთარ სიმართლეში, უმეტეს შემთხვევაში ის, ამ მიზნის მისაღწევად, ზედმეტად ხშირად იყენებს თვალებით კონტაქტს.