Skip to content

თინათინ ქავთარაძე – #წარმატებაარის…

თინათინ ქავთარაძე – ილია უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი.

შემიძლია თავს იმის უფლება მივცე, რომ ძვირადღირებული ნივთი ვიყიდო. არის ეს ჩემი წარმატების მაჩვენებელი? ან იქნებ ისაა წარმატება, როცა სარფიანად გათხოვდები, ან ოცდაათ კილოგრამს დაიკლებ. შეიძლება „მწვანე ბრათის“ მიღება წარმატებად მიიჩნიო. საკითხის ახლებურად დასმაც წარმატებაა და წიგნის დაწერაც. ყოველი ჩვენგანისთვის წარმატების, ბედნიერების, სიყვარულის, ამ აბსტრაქტული ცნებების აღქმა ისეთია, როგორიც თავად ჩვენ ვართ.

ჩემთვის წარმატება ახალი იდეების აღმოჩენაა. გარკვეულ საკითხზე ახლებურად ფიქრი. შეკითხვა რომ მიჩნდება, ამას ყველაზე დიდ წარმატებად ვთვლი. როცა პირველად შევძელი იმის გაგება, რა ვერ გავიგე მაქს ვებერის წიგნის კითხვისას: ,,პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“ მაშინ პირველად მქონდა წარმატებულობის შეგრძნება.

ადამიანი მუდმივად უნდა იცვლებოდეს, რადგან განვითარება ცვლილების გარეშე არ არსებობს. წარმატებული კი მაშინ ვარ, თუ ვვითარდები ყოველმხრივ: პროფესიულად და პიროვნულად.