Skip to content

ტატა დოლიძე – #წარმატება არის…

ტატა დოლიძე – (მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი)

ხშირად მოგვისმენია ფრაზა „წარმატების ფორმულა“, ვთვლი, რომ ეს არაა მათემატიკური კომბინაციის შედეგად სიზუსტით მიღებული პასუხი, თუმცა ესაა რთული ფორმულა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტიანი ელემენტების ნაზავია და მათი მთლიანობა ქმნის სწორედ შედეგს.
ჩემი აზრით, წარმატება – შრომა, ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, საქმის სიყვარული და იღბალია. თუ ამ ნაზავს შესაბამისი დოზით გამოვიყენებთ – ფორმულაც შესაბამისი ალბათობით მიიღებს სათანადო პასუხს.
ზუსტად ასეა რეალობაშიც, უბრალოდ, წარმატების ნაზავს შენვე უნდა შეუსაბამო საკუთარი უნარები, რომ ქართულ რეალობას მოარგო.
ჩემს შემთხვევაში, წარმატებად მიმაჩნია – გზა, რომელმაც შემძინა ამ სფეროში გამოცდილება, რწმენა და ნებისყოფა, რომელმაც შემაძლებინა, რომ ამ საქმისთვის არ მეღალატა და ის ადამიანები, რომლებმაც ამ გზაზე შედგომა მასწავლა.