თამუნა ფოფხაძე – “სილქ როად ჯგუფის” მარკეტინგის მენეჯერი
წარმატება არის საკუთარი ძალისხმევით, შენთვის დამაკმაყოფილებელი მიზნის მიღწევა. ჩვეულებრივად სავარძელში წამოგორებულმა რაიმეს თუ მიაღწიე ეს ალბათ გამართლება იქნება, თუმცა შრომასთან ერთად გამართლებაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.
დარწმუნებული ვარ თუ რამე ძალიან გინდა და რამისკენ დაუღალავად მიდიხარ, აუცილებლად გამოგივა. აუცილებელია ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს ვინც შთაგაგონებს და ვისაც სჯერა შენი, თუნდაც ის ადამიანი თავად “შენ” იყო. უნდა შეინარჩუნო პოზიტივი, ოპტიმიზმი, უნდა გქონდეს ჯანსაღი ამბიცია და რაც მთავარია რაც არ უნდა მოხდეს არ შეაჩერო მოძრაობა, განვითარება. სწორად დასახული გლობალური მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით სიარული არ უნდა გეზარებოდეს, ბარიერები და ხელისშემშლელი ფაქტორები სასოწარკვეთილებაში არ უნდა გაგდებდეს, არამედ გაკვეთილად უნდა მიიღო და პიროვნული ზრდისთვის გამოიყენო; როგორც იტყვიან თუ ცხოვრება გაწვდის მჟავე ლიმონს გააკეთე მისგან ლიმონათი.
აფხაზეთი ომის შემდეგ სრულიად ახალ ურთულეს სამყაროში აღმოვჩნდი, ირონიული/ქედმაღალი სოციუმისა და გაჭირვების კედლებს შორის, უამრავი პრობლემით. თითქოს ყველა გზაჩაკეტილი იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმედი, სადაც ხელი მიმიწვდებოდა ყველა აქტივობაში ვერთვობოდი, ხან მცირე ივენთებს ვიგონებდი, ხან ვქორეოგრაფობდი, სამოდელო სააგენტოს ეგიდით ვსაქმიანობდი. სულ რაღაცას ვსწავლობდი ყველა სფეროში სადაც კი რამე გამოჩნდებოდა. ცოტა ფეხზე რომ დავდექი გადავწვიტე ლონდონში გამეგრძელებინა სწავლა. პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი აღიარება ლონდონში მქონდა, როდესაც კოკა-კოლის ადგილობირივი წამომადგენლობის სარეკლამო იდეების კონკურსში გავიმარჯვე. დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის “სილქ როუდ გრუპის” მარკეტინგის მენეჯერი ვარ და მეამაყება სწავლაზე, განათლებაზე და გამოცდილების მიღებაზე დახარჯული ყოველი წუთი.