თამარ სალაძე – ადამიანი, რამდენიმე ძირითადი როლით – დედა, შვილი, მეგობარი, ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი
წარმატება ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელსაც თავად ვამზადებთ და გარკვეული პერიოდულობით ვაყრით ჩვენივე ცხოვრებას მეტი სიგემრიელისთვის.
ორი სიტყვისგან შედგება. წარ. – წარმართვის, მართვის, გაძღოლის შემოკლებული ფორმაა, ხოლო მატება – ზრდას, შევსებას ნიშნავს.
ანუ, ამ ინგრედიენტის მისაღებად საჭირო პროცესების მართვა გვჭირდება.
გავრცელებული ფორმით ასოცირდება კარიერასთან, საქმესთან, თუმცა გამოიყენება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სადაც მისი შეზავება სიმშვიდით, კმაყოფილებით და კიდევ სხვა მრავალი დადებითი ემოციით გვავსებს.
მომზადების წესი განისაზღვრება ინდივიდუალურად. თუმცა, ნებისმიერ სიტუაციაში სავალდებულო საჭიროებები გააჩნია, ესენია: 920 გრ. მეგობარი (ოჯახის წევრების ჩათვლით), 879 გრამი სურვილი ინგრედიენტის მომზადების, 1020 გრამი რწმენა, რომ გემრიელი გამოვა და 992 გრამი შრომა. (ამ განზომილებაში გრ. ბევრად მეტია ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული გრამის ერთეული).
ვხარშავთ როგორც დაბალ ცეცხლზე, ასევე პირიქით, გააჩნია რა შემთხვევისთვის ვამზადებთ.
ძლიერი დუღილისას სასურველია თავის ახდა სასიამოვნო სურნელის სივრცეში გაზიარებისთვის. პრინციპში, რომც არ მოვხადოთ მაინც გადმოვა 🙂
გისურვებთ ამ ინგრედიენტის იმდენის მომზადებას რამდენიც მოგინდებათ 🙂