Skip to content

ბიზნესი, რომელიც შენზე ზრუნავს – Sadili.ge-ს წარმატების ისტორია

ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ამერიკულ მხატვრულ ფილმებში ხდება ხოლმე: სამი მეგობარი მრგვალი მაგიდის გარშემო საუბრობს, საუბარი საინტერესო და ენერგიულია, რადგან მოსაუბრეები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ყველაფერთან ერთად, საუბარი საჭმელსაც ეხება, შემდეგ… შემდეგ კვენტინ ტარანტინოს ფილმებში საქმეში შეიარაღებული ადამიანები ერთვებიან, სტივენ სპილბერგის შემთხევაში – უცხო და საშიში არსებები, ჩვენ რეალობაში კი ასე ჩაეყარა საფუძველი საინტერესო ბიზნეს პროექტს, რომელმაც უკვე დაიპყრო თბილისის ცენტრალური ადგილები.

Sadili.ge ახალი ტიპის სერვისია, რომელიც საკუთარ სამზარეულოში დამზადებულ კერძს ადგილზე მიტანით გთავაზობთ. გამოძახება და თანხის გადახდა ხდება ონლაინ, დესკტოპ, ან მობილური საიტის საშუალებით. გამოძახება ავტომატურად გადაეცემა მისამართთან მყოფ უახლოეს მანქანას და რაც მნიშნელოვანია, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ ნახოს თუ სად იმყოფება მის მიერ შეკვეთილი სადილი.

რით არის ეს კომპანია განსაკუთრებული?! ის გემსახურება ისე, როგორც ამას შენი ოჯახის წევრი გააკეთებდა. ცდილობს თბილი კერძი მოგართვას მაშინ, როდესაც შენ სამსახურის საქმეებით ხარ დაკავებული. ეს კერძი აუცილებლად ნატურალური, სასარგებლო და მრავალფეროვანია, თანაც, სულ რაღაც 15 წუთში შენი ულუფა შენთანაა, რომ შიმშილმა საქმის ხარისხიანად გაკეთების ხალისი არ წაგართვას. sadili.ge ზრუნავს ისე, როგორც დედა, მოსიყვარულე მეუღლე ან მზრუნველი ბებია მოიქცეოდა.

შალვა ბუკია (კომპანიის თანადამფუძნებელი): „ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს სპეციალური ღუმელებით აღჭურვილი 12 ავტომობილი, რომელთა დახმარებით ვინარჩუნებთ კერძების ტემპერატურას. სხვა სწრაფი კვების ობიექტებისაგან განსხვავებით, შეკვეთის მიღების შემდეგ კი არ ვიწყებთ მომზადებას, არამედ მზა მდგომარეობაში გვაქვს, ამიტომაც ძალიან სწრაფად ვახერხებთ ადგილზე მიტანას“.

ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების დახმარებით შექმნილი მომსახურების მაღალი დონე კვებით ბიზნესში საკმარისი არ არის. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა თავად საკვების ხარისხს ენიჭება, რითიც sadili.ge სხვა კონკურენტებისაგან ასევე გამოირჩევა.

კომპანიის თანადამფუძნებელის გიორგი დალაქიშვილის განმარტება ხარისხიანი პროდუქტის კონცეფციას ხსნის: „მხოლოდ მაშინ გაქვს ხარისხიანი პროდუქტი, როდესაც მზად ხარ, ის საკუთარ შვილებს აჭამო“, აინშტაინის საქმის კარგად ცოდნის ფორმულისა არ იყოს: „მხოლოდ მაშინ ერკვევი საკითხში კარგად, როცა შეგიძლია, ის ბებიაშენსაც აუხსნა“.

საქმიანობის დაწყებიდან 6 თვის თავზე ყოველდღიურად 500 გაყიდული კერძი – ეს არის sadili.ge მაღალი ხარისხისა და ინოვაციური მომსახურების შედეგი, მაგრამ როგორ მიაღწია კომპანიამ ამ შედეგს?!

პირველი და უმთავრესი არის პროფესიონალიზმით შერჩეული გუნდი. როგორც ჯონ როკფელერმა თქვა: „ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი.”

შალვა ბუკია – კვალიფიკაციით ვებ-დიზაინერია და თავის სფეროში საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოცდილებით გამოირჩევა. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, რომელსაც სხვებისთვის ცხოვრების გამარტივების სურვილი ამოძრავებს. სჯერა, რომ განუსაზღვრელი შესაძლებლობების სამყაროში ცხოვრობს, სადაც ნებისმიერი დიდი მიზანი მიღწევადია.
tumblr_inline_n1lrq3xdpn1sag040

გიორგი დალაქიშვილი – არა ერთი შემოქმედებითი ხასიათის ბიზნესპროექტის ავტორია, გამოირჩევა განვითარებული მათემატიკური აზროვნებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების კარგი ცოდნით. ფიქრობს, რომ ფული უმთავრესი ფაქტორია დიდი პროექტების შექმნისა და განვითარების საქმეში. თვლის, რომ ინვესტიცია თვითგანვითარების სურვილთან ერთად ქმნის შესაძლებლობას ცოდნა და ენერგია სასარგებლო საქმეს მოახმარო.
tumblr_inline_n1lrd6s3y51sag040

ალექსანდრე არუთინიანცი – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია იდეას ხორცი შეასხას და გარკვეული ფორმები მისცეს, უყვარს ოპტიმიზაცია და დეტალებში ჩაღრმავება. მიაჩნია, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შედეგი მარტივი გზებით მიიღწეოდეს, ამიტომაც ინფორმაციის გაცვლის მოსახერხებელი და მუდმივად ახალი საშუალებები სჭირდება.
sandrik

შალვა, გიორგი და ალექსანდრე სამი სხვადასხვა მიდრეკილებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანია, რომელთაც შესაბამის დროს შეამჩნიეს ცარიელი ნიშა – ოფისებში ჯანსაღი და ხელმისაწვდომი კვების არ არსებობა. აღნიშნული სიცარიელის ამოვსების იდეამ მალე პროექტის სახე მიიღო. პროექტის რეალიზებისათვის კი უკვე საჭირო იყო არსებული საბაზრო მოთხოვნის ინოვაციური გზებითა და ფინანსური რესურსებით დაკმაყოფილება.

შალვა:
„ჯერ გადავწყვიტეთ იდეის მინი ვერსია გაგვეხორციელებინა, მოგვესინჯა, სანამ ბიზნესის სახეს მივცემდით. ამისათვის ვიქირავეთ პატარა სამზარეულო, დავიხმარეთ ერთი მზარეული, ავაწყეთ უმარტივესი საიტი და საკუთარი რესურსებით შევეცადეთ საახლობლო წრე დაგვეკმაყოფილებინა ჯანსაღი სადილით. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენი მომხმარებლები მხოლოდ ჩვენი მეგობრები არ იყვნენ, რამაც დაგვარწმუნა იდეის წარმატებაში. შემდეგი ნაბიჯი უკვე თანხების მოძიება, თანამედროვე სამზარეულოსა აღჭურვა და ციფრული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი სერვისის მოწყობა იყო“.

თანამედროვე ბიზნესი ინვესტიციის გარეშე არ არსებობს, თუმცა ისიც მნიშნელოვანია, რომ ფინანსური რესურსი იაფი და გრძელვადიანი იყოს.

შალვა:
„გიორგიმ პირადი კონტაქტების დახმარებით მოახერხა დაკავშირებოდა ამერიკელ ინვესტორებს და მათთვის გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ საქმეში თანამონაწილეობა შეეთავაზებინა. პროცესმა საკმაოდ დიდი ხანი წაიღო, ერთი მხრივ, იდეის დასაბუთებამ და მეორე მხრივ, იურიდიულმა პროცედურებმა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრები იმისთვის, რომ ეს მეტად საინტერესო პროექტი ინოვაციური მეთოდებით გაგვეხორციელებინა“.

მხატვრული ფილმის სიუჟეტივით დაწყებული ისტორია, პრაგმატული რეალიზაციით, მუდმივად განახლებადი პროდუქტითა და მიწოდების ინოვაციური ფორმით,ბაზარზე საკუთარი უნიკალურობის გამო „თიბისი ბანკის” “ბიზნეს დაჯილდოება 2016-ის” ფინალისტთა შორის მოხვდა, ნომინაციაში “წლის ინოვაციური ბიზნესი”.

მოამზადა ილია ნიკაჭაძემ