საუკუნეების განმავლობაში პასუხგაუცემელ რიტორიკულ კითხვაზე – ვინ არის ადამიანი, ბევრი ვარიაცია არსებობს. ადამიანი არის ის, რასაც ფიქრობს… ის, ვინც უნდა რომ იყოს… ის, რასაც და როგორც საუბრობს და ა.შ. მაგრამ ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე ჩაცმულობით გვექმნება, აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ის, რაც გვაცვია. მაგრამ გვაცვია კი ის, ვინც ვართ სინამდვილეში?! იძლევა დღეს ქართულ რეალაობაში არსებული პროდუქცია იმის საშუალებას, რომ ჩვენი გემოვნება, შეხედულებები, აზრები ავსახოთ ტანსაცმელში?
ბრენდულ მაღაზიებში და მით უმეტეს ბაზრობებზე ნაკლებად შევხვდებით ისეთ ტანსაცმელს, რომელიც თქვენ ინდივიდულურ თავისებურებებს გამოავლენს და ხაზს გაუსვამს. დიზაინერთან რომ შეიკეროთ ეს ნამდვილად არ დაგიჯდებათ იაფი. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზის ძიებაში შეიქმნა კოკორი, კომპანია, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეიმოსოთ, ან გაალამაზოთ თქვენი სახლი ინტერიერის ხელნაკეთი აქსესუარებით. “კოკორის” იდეა და მიზანი ქართულ რეალობაში მეტი მრავალფეროვნების შემოტანაა, იმისთვის რომ თვითოეულმა მომხარებელმა შეძლოს საკუთარი ინდივიდულური მახასიათებლების გაცოცხლება. არჩილ ავალიშვილი („კოკორის“ დირექტორი): ”ჩვენ ვამზადებთ ქართველი მხატვრებისა და ილუსტრატორების ნამუშევრებით შექმნის მაისურებს, ტანსაცმელსა და ინტერიერის აქსესუარებს. ამ გზით ჩვენ ვცდილობთ მოხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ და გარდა ამისა, თანამედროვე ქართველი ხელოვანების პოპულარიზაცია მოვახდინოთ”. არჩილი: ”ექსკლუზიური ნამუშევრების გარდა მომხარებლისთვის კარგად ნაცნობ კინო, ანიმაციური, მუსიკალური ა.შ. სახასიათო პერსონაჟების ფერადი და სახალისო ილუსტრაციები მაისურებზე გადაგვაქვს. ილუსტრაციები სპეციალურად ჩვენ კორპორატიულ სტილში 5 ფერში იქმნება”. ხანდახან like უბრალოდ მოწონება როდია. Facebook-ზე შემთხვევით ნანახი ქართველი ილუსტრატორის ნამუშევარი ბიზნესის დაწყების საფუძველი გახდა.
არჩილი: ”ჩვენმა ერთ-ერთმა დიზაინერმა თავისი ილუსტრაცია ამობეჭდა, ჩარჩოში ჩასვა და დადო Facebook-ზე. ვნახე და მისი მაისურზე გადატანის, კომერციული დატვირთვის მიცემის აზრი გამიჩნდა. დავსხედით და ჩამოვაყალიბეთ იდეა, რომლის მაგვარიც საქართველოს მაშტაბით არ არსებობს”.
როდესაც სტარტაპს იწყებ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ საკუთარი სახსრებიდან მოიზიდო კაპიტალი და საწყისი ეტაპზე საქმიდან მიღებული შემოსავლის რეინვესტირება მოახდინო.
არჩილი: ”იდეის ჩამოყალიბების შემდეგ დავაკომპლექტეთ გუნდი, შევქმენით ვებ-საიტი. სამი დამფუძნებელი ვართ და სამივეს 800-800 ლარის დადება მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო ხანია ვმუშაობთ, ჯერ შემოსავალიც არ აგვიღია. მთელ თანხას, რასაც ვიღებთ, უკან ვდებთ საქმეში, რომ უფრო დიდ და მრავალფეროვან მაშტაბებზე გადასვლა შევძლოთ.”
კოკორის პროდუქციის შეძენა შეიძლება საიტის დახმარებით kok2.ge სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ მას ორი დღის ინტერვალში სახლში (თბილისის მაშტაბით) მოგართმევენ.
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი