Skip to content

“გაზომე შენი შესაძლებლობები და განვითარდი!” – საგანმანათლებლო პროექტების მენეჯმენტ კომპანიის წარმატების ისტორია

არსებობს ერთი ასეთი ანეგდოტი: „ორ გურულს დათვი გამოეკიდება, სირბილისგან გადაქანცული ერთი მეორეს ეუბნება: აზრი არ აქვს, მაინც ვერ გავასწრებთო. მეორე პასუხობს: დათვისთვის კი არა, შენთვის გამასწრებინა, მეტი არაფერი მინდაო”. სამყარო ასეა მოწყობილი: რესურსები შეზღუდულია და მხოლოდ მას ერგება უფრო მეტი, ვინც სხვებზე უკეთ შეძლებს მის გამოყენებას.
კონკურენციას ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას ძველი ბერძნებიც კარგად აცნობიერებდნენ და შესაძლებლობების საზომ საშუალებად ოლიმპიური თამაშები შემოიღეს. ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, რისი კეთებაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდათ და საზოგადოებაში მათი წარმატების განმაპირობებელი იყო. თუმცა, თუკი მაშინ ბერძნებს სიზუსტე, მოხერხებულობა, ფიზიკური ძალა და ა.შ. მოეთხოვებოდათ, 21-ე საუკუნეში მოთხოვნები შეიცვალა, წარმატებას ცოდნა განსაზღვრავს. შესაბამისად, საჭირო ხდება ცოდნის გაზომვა და შეფასება. სწორედ ამ იდეით შეიქმნა „კინგსი“, ორგანიზაცია, რომელიც სკოლის ასაკიდანვე გაძლევს საშუალებას გაიგო, შემთხვევით „დათვი“ ხომ არ წამოგეწია

ყველაფერი დაიწყო ოთხი თანაკურსელის სურვილით, გაეკეთებინათ რაიმე ახალი და განსაკუთრებული. ნიკო ნიკოლაძემ, ირაკლი ვეკუამ, გიორგი კვინიკაძემ და გიორგი ტურაშვილმა გადაწვიტეს, შეექმნათ ის, რაც ქართულ ბაზარზე ჯერ არ არსებობდა. ასე გაჩნდა „კინგს-ის“ საგნობრივი ოლიმპიადა, რომელიც დღესდღეობით ჯამში 120 000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს.
ნიკო ნიკოლაძე (კომპანიის თანადამფუძნებელი): “ამბიციური სტუდენტები ვიყავით, გვინდოდა შეგვექმნა რაღაც განსაკუთრებული და ამით საკუთარი თავისათვის დაგვემტკიცებინა, რომ მაგრები ვართ. იმ პერიოდში სულ გამოცდები გვქონდა და ალბათ მაგან გაგვახსენა, ბავშვობაში როგორ გვიხაროდა ოლიმპიადაზე სიარული და გადავწვიტეთ ახალი თაობისთვის მიგვეცა თვითგანვითარებისა და ზრდის სტიმული”.

კარგი იდეა საკმარისი არ არის წარმატებისათვის, დამატებით საჭიროა ფინანსური რესურსების მოძიება. ეს კი ბიზნესში ყველაზე რთული და ძალიან დამღლელი პროცესია. სასურველი შედეგის მისაღებად ბევრი იმედგაცრუების დაძლევა და ყველა შესაძლო ვარიანტის გამოყენებაა საჭირო.
ნიკო: “კარდაკარ დავდიოდით, ყველა კომპანიის კარზე ვაკაკუნებდით, რომ ოლიმპიადის სპონსორი მოგვენახა. ხშირად კარებს გვიხურავდნენ, მაგრამ ფანჯრიდან შევდიოდით. ვცდილობდით პოტენციური სპონსორებისთვის იდეის დადებითი მხარე დაგვენახვებინა. საბოლოოდ დაჟინებულმა სურვილმა თავისი შედეგი გამოიღო და შევძელით მცირე თანხების მოძიება”.

ჩვენი სურვილები და ამბიციები ხშირად გლობალურია, რაღაცა დიდის და მაშტაბურის გაკეთება გვინდა. წარმატების წყურვილში კი გვავიწყდება, რომ ყველაფერი გლობალური მცირე პროექტებით იწყებოდა და ნელნელა იზრდებოდა, როგორც მთის მწვერვალიდან დაგორებული თოვლის გუნდა.
“სხვადასხვა კომპანიებიდან დაახლოებით 5000 ლარი მოვიზიდეთ. გადავწვიტეთ ამ თანხით ოლიმპიადა თავდაპირველად იმერეთის რეგიონში ჩაგვეტარებინა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. იმერეთის ოლიმპიადიდან შემოსული თანხით ოლიმპიადის მთელი საქართველოს მაშტაბით ჩატარების საშუალება მოგვეცა”.
8141b9f6f89b65b2713df3c323621a1263f694f8d3d72f3e3apimgpsh_fullsize_distr
სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მაღალ ხარისხს მოითხოვს, რადგან მშობლების სეგმენტი ყველაზე მომთხოვნი სეგმენტია. ისინი მარტივად ამჩნევენ ნებისმიერ ხარვეზს, რომელიც მათ შვილებს პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებათ. ამ მიზეზით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ბევრი მცდელობა იყო სხვადასხვა კომპანიების მხრიდან საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარებისა, მაგრამ უმეტესობა კრახით დასრულდა. მიმწოდებლები ვერ აკმაყოფილებდნენ მასწვლებლებისა და მშობლების მაღალ სამომხმარებლო სტანდარტებს.
ნიკო: “ვცდილობთ მოსწავლეებს კომფორტი და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. ყოფილა ისეთი შემთხევაც, როდესაც მოსწავლე ტაქსამდე მიგვიცილებია, რომ სახლამდე მშვიდობით მისულიყო. ჩვენი დიდი სურვილია „სწავლის ძირი მწარე“ არ იყოს და მოსწავლეებმა სწავლის პროცესში იგრძნონ გარკვეული „სიტკბოება“, რომ ბედნიერებასა და კმაყოფილებას გრძნობდნენ საკუთარი ცოდნის შედეგების დანახვისას და მის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე ზრუნავდნენ. ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე ჩვენ ვბეჭდავთ ტესტებს ბრაილის შრიფტითაც იმისთვის, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვისაც შესაძლებელი იყოს”.
168cb6d67ae27c899aa5f8b27a2c544a631531ad1d4b5b2c89pimgpsh_fullsize_distr ასეთი მაღალი სერვისი შეუძლებელია შეიქმნას მოტივირებული თანამშრომლების გარეშე, თანაშრომლების, რომლებიც სულსა და გულს დებენ საქმეში, თავს არ ზოგავენ, რომ საქმე იდეალურად გამოვიდეს. მაგრამ, როგორ შეიძლება დაქარივებული ადამიანი ასეთი ენთუზიაზმით ჩართო საქმეში, იმ დროს, როდესაც გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დაქირავებულები უმეტეს შემთხვევაში მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას?!
ჯიმ რონი ამბობს: “არწივები გჭირდებათ?! იპოვეთ “არწივები”, რადგან „ქათმებს“ არწივებად ვერასოდეს გადააქცევთ. ამიტომ შეეშვით ადამიანების მოტივირებას, პირდაპირ ეძებეთ მოტივირებული ადამიანები”.
ნიკო: „თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია ასეთი გვქონდა: არ ვიყენებდით ვაკანსიის გამოქვეყნების სტანდარტულ მეთოდს. ჩვენ გარშემო ვეძებდით ადამინებს, რომელთაც ჩვენი იდეის სჯეროდა, ადამინებს, რომელთაც ექნებოდათ განცდა, რომ რაღაც დიდს და განსაკუთრებულს აკეთებენ”.

ფოლადის მაგნატი ენდრიუ კარნეგი ასეთ ისტორიას ყვება:
ერთხელ ერთ მამაკაცს შევხდი, ის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, კოსმოსურ ხომალდს ჭანჭიკებს უმაგრებდა, მისი მოვალეობა მხოლოდ ჭანჭიკების დამაგრება იყო, მეტი არაფერი. როდესაც მე მას ვკითხე თუ რას საქმიანობდა, მან მიპასუხა, რომ ადამიანებს ეხმარება კოსმოსში გამგზავრებაში.
ნიკო: “ჩვენი თანაშმრომლები არნახული თავდადებით გამოირჩევიან. ყოფილა შემთხევა, რომ წინა დღეს გადაგვიწვეტია მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება რომელიმე კონკრეტულ პროექტში და ისინი ჩვენთან, დამფუძნებლებთან ერთად დარჩენილან გვიან ღამემდე, სანამ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია. ვფიქრობ, ეს არის „კინგსის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი”.

იდეა, რომელიც ზუსტად ითვალისწინებს მიზნობრივი აუდიტორიის ფსიქოლოგიურ განწყობას, რომლის რეალიზაციისთვის საჭირო თანხა რწმენითა და მიზანსწრაფულობით იქნა მოპოვებული, რომლისთვისაც შემუშავებული იქნა ადამიანური რესურსების შერჩევისა და მოტივაციის განსაკუთრებული მოდელი, აუცილებლად იქნება წარმატებული. „კინგსმა“ საქართველოში აპრობირებული ბიზნეს მოდელი ესტონეთსა და ლიტვაშიც გაიტანა, დაგეგმილია პოლონეთის ბაზარზე შესვლაც. ყველაფერი ეს არ დარჩა შეუმჩნეველი “თიბისი ბანკისათვის” და „კინგსი“ ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტთა სიაში “წლის ქართული პროდუქტის” ნომინაციაში მოხვდა.