Skip to content

სტარტაპი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ In vino veritas

დიდი სუფრა იყო გაშლილი. გალაკტიონ ტაბიძე და ვერიკო ანჯაფარიძე გვერდიგვერდ ისხდნენ. გალაკტიონს ვერიკოსთვის ღვინით უკმაყოფილება შეუმჩნევია და იქვე, სპონტანურად დაუწერია ორტაეპედი:

ვერიკო ვერ იტანს,
In vino veritas.

როდესაც რომაელები გამოთქმა In vino veritas (ღვინოშია ჭეშმარიტება) ქმნიდნენ, ალბათ იმ ღვინოს გულისხმობდნენ, რომელიც ინდივიდუალურად კონკრეტული მომხმარებლის გემოვნებას ერგება და მას ღვინით ტკბობის საშუალებას, მისი ზომიერად და სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

ადამიანი ინდივიდია და ყველას თავისი “veritas”, თავისი ჭეშმარიტება აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ღვინოს ეხება. უმეტესობა ამ „ღვთაებრივ სასმელში“ ვერ ერკვევა. არ იცის, როგორი ღვინო მოსწონს, ხშირად ვერც კი ცნობს ამა თუ იმ სორტსა და ჯიშს… გასაკვირი არც არის, რიგით მომხმარებელს სომელიეობას ვერ მოსთხოვ.
 უპირატესობას სწორედ ინდივიდუალური გემოვნების დადგენა წარმოადგენს. კომპანია კონკრეტული მომხმარებლის გემოვნებას საკუთარ საიტზე (www.degustate.com) განთავსებული სპეციალური კითხვარების დახმარებით ადგენს და შესაბამის გემოს სისტემა ავტომატურად სთავაზობს.

გარდა ამისა, გამოცდილ მომხმარებელს თავადაც, სისტემის დახმარების გარეშეც შეუძლია ღვინის შერჩევა და შეძენა, რის შემდეგაც პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით ორი დღის განმავლობაში სასურველ მისამართზე გაემგზავრება.

ნოდარი:degustate.com-ზე შემოსული მომხმარებელი ავსებს ასოციაციურ კითხვარს, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვხდებით, როგორი ღვინო მოსწონს და ვუგზავნით შესაბამის ვარიანტებს. ამით ჩვენს მომხმარებელს უზარმაზარი ასორტიმენტიდან სასურველი ვარიანტის შერჩევით გამოწვეულ “თავის ტკივილს” ვუმსუბუქებთ.

ბიზნესში უმთავრესია მომხმარებელი, მისი აზრი და სურვილი. სწორედ ამის გამო დამკვიდრდა გამოთქმა: “კლიენტი ყოველთვის მართალია”.

ანდრო: “მომხარებელი ჩვენთვის ყველაზე მაღალ ფასეულობას წარმოადგენს, ამიტომაც ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით უკუკავშირს. ვითვალისწინებთ სისტემის მიერ შერჩეული ღვინის მიმართ მის დამოკიდებულებას და შესაბამის რეკომენდაციას პროგრამულად ვაკორექტირებთ, რათა კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ მის გემოვნებას. თუკი მომხარებელს ჩვენ მიერ რეკომენდირებული ღვინო არ მოეწონება, ჩვენ მზად ვართ შევუცვალოთ პროდუქტი, ან უკან დავუბრუნოთ გადახდილი თანხა.“
 Degustate Wine Club-ის შექმნის იდეა ნოდარ ბაღიშვილსა და ანდრო ვლასოვს ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ უკარნახა. იდეალური გარემო პირობები, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სფერო, რომელიც ნაკლებად არის ათვისებულის კერძო სექტორის მიერ – ასე ხასიათდება ბაზარი, რომელშიც Degustate Wine Club-ი 2016 წლის ბოლოდან შევიდა.
degustate“ არის ქართული პერსონალიზირებული ონლაინ ღვინის კლუბი, რომელიც მომხმარებელთან ეფექტიან კომუნიკაციას ამყარებს – ღვინის მოყვარულებს აძლევს საშუალებას თვითონ შეარჩიონ სასურველი სახეობისა და გემოვნური თვისებების ღვინო. კომპანიას თავისი ნაწარმი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე, კლუბური გაყიდვის გზით გააქვს.

ნოდარი: “ევროპაში ეგზოტიკურ ღვინოზე მოთხოვნა დიდია. ასეთად ითვლება ის სასმელი, რომელიც არ ჰგავს არც ტრადიციულ ფრანგულ, არც იტალიურ ღვინოს. ახალი და განსხვავებული გემო მომხმარებლისთვის ახალი შთაბეჭდილება და თავგადასავალია, რომელიც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. სწორედ ეგზოტიკური ღვინის ნიშა იყო თავისუფალი ევროპულ ბაზარზე”.
 იდეა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. “ველოსიპედის გამოგონება” საჭირო არ იყო, საკმარისი გახლდათ უკვე აპრობირებული მიდგომების გამოყენება და ეროვნული-გეოგრაფიული თავისებურებების გამოყენება.

ანდრო: “ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც ღვინის მწარმოებლებთან, ასევე გლეხებთან. ვცდილობ ისეთი პროდუქტი მოვიპოვოთ, რომელიც არ ემგვანება არცერთი ევროპული ჯიშის ღვინოს. ეს არც ისე მარტივია, რადგან ჩვენთან არის ტენდენცია მიამგვანონ ევროპულს, მაშინ, როცა ჩვენი უპირატესობა სწორედ ეს ადგილობრივი თავისებურებაა”.

Degustate Wine Club-ის მიზნობრივ აუდიტორიას ევროკავშირის ზონა წამოადგენს, თუმცა არც ქართველი მომხმარებელია შეზღუდული. ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ პირდაპირ ვებ-პორტალიდან შეარჩიონ, ან შერჩევა კომპანიას მიანდონ, გამოიწერონ და მიიღონ ადგილზე სასურველი განსაკუთრებული გემოს მქონე ღვინო ოპტიმალურ ფასად.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი