Skip to content

ალექსანდრე ძიძიგური – #წარმატება არის…

ალექსანდრე ძიძიგური – მარკეტერი

ჩემი აზრით, წარმატება ყველასთვის ინდივიდუალურია. ის ზოგისთვის მაღალი ხელფასია, ზოგისთვის ავტორიტეტის მოპოვება. ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, როდესაც ივენთებს ვატარებ, მიწევს ყველა კატეგორიის ხალხთან კომუნიკაცია, ჩემთვის წარმატება მათი გულწრფელი მადლობაა. რა თქმა უნდა შემოსავალიც მნიშნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ წარმატებას მაინც წარმატებას მაინც ადამიანების კმაყოფილებით განვსაზღვრავ. მათი რეზონანსი სიამაყის საფუძველს მიქმნის, რომ რაღაც ნამდვილად კარგს ვაკეთებ.
ყველაზე დიდი მოტივაცია, სტიმული მეტი მონდომებით გამეგრძელებინა ჩემი საქმინობა იყო “Metronome Festival”. ფესტივალის მეორე დღეს სიამაყით ვივსებოდი, როცა ხალხის აზრს ვისმენდი ამ ღონისძიების შესახებ. ვიგრძენი, რომ რაღაც დიდებულის ნაწილი გავხდი. “Metronome Festival” 3 ივნიის 18:00-ზე დაიწყო და 4 ივნისს დილის 10 საათამდე გაგრძელდა. 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სცენაზე ნონ-სტოპ რეჟიმში უკრავდნენ არტისტები. მთლიანად იყო შეცვლილი იპოდრომის გარე ტერიტორია, რომელზეც მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა დიდი დრო და ენერგია დახარჯა. ფესტივალის ხანგძლივობა, გარემო და სცენარი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ესიამოვნათ დამსწრე საზოგადოებას.