ბიზნესს ფულის დახარჯვა უჭირს, როდესაც ვერ ხედავ ხელშესახებ შედეგს, ვერ ზომავ დახარჯული ფულით მიღებულ სარგებელს. არადა, განვითარებისთვის მარკეტინგული ხარჯები აუცილებლობას წამოადგენს. სხვა შემთხვევაში „ამირან გულში მღეროდა“ გამოვა და რაც არ უნდა საჭირო და მნიშნელოვანი პროდუქტის/მომსახურების შემქნელი იყო, კომპანიის შესახებ ცოტა ვინმე თუ შეიტყობს. ეს ჩაკეტილ წრეს ჰგავს… ჩიხს, საიდანაც გამოსავალი ინოვაციურ მიდგომაშია.
სწორედ ასეთი ინოვაციური მომსახურებას წამოადგენს admove.ge. მარკეტინგულ ბაზარზე აქამდე არსებობდა გარე რეკლამა, რომლის შედეგების გაზომვა ურთულესი პრობლემა იყო. დამკვეთი იძულებული ხდებოდა ფული გადაეხადა და კონკრეტული შედეგი არ სცოდნოდა. გარე რეკლამისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგული აქტივობებიდან (Facebook, google, ქართული ინტერნეტ-პორტალები) მიღებული სარგებელი თვლადია. თუმცა, აქ მომხამრებელს სარეკლამო მასალასთან დისტანციური ურთიერთობა აქვს და აღქმადობა შედარებით ნაკლებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოტენციური კლიენტი ნახულობს რეკლამას, მაგრამ ისე მკაფიოდ ვერ აღიქვამს როგორც ეს გარე რეკლამის შემთხვევაში ხდება.
ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელმაც გარე რეკლამისა და ციფრული მარკეტინგის უპირატესობები გააერთიანა და შემოგვთავაზა მარკეტინგული პროდუქტი, რომელიც თვლადი და აღქმადია.
დიმა ტეფნაძე (admove.ge-ს დამფუძნებელი): ჩვენი მომსახურება გულისხმობს ავტომობილებზე სარეკლამო ბანერების განთავსებას, უმთავრესი სიახლე კი ისაა, რომ აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ გაზომოთ და აკონტროლოთ თუ რამდენი კილომენტრი გაიარა ავტომანქანამ, რომელზეც თქვენი რეკლამაა განთავსებული. კილომეტრების დათვლასთან ერთად შესაძლებელია განისაზღვროს იმ რეკლამის მნახველთა რაოდენობაც”.
კარგი ბიზნესია ის, რომელიც ბაზარზე არსებულ სიცარიელეს ავსებს და კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. ოპტიმალურად აწყობილ ბიზნესში მონაწილე ნებისმიერი სუბიექტი კმაყოფილია, რადგან სარგებელს იღებს.
დიმა ტეფნაძე: “ჩვენი მომსახურებით სარგებელს იღებენ არა მარტო ბიზნესის მფლობელები, რომელიც უმთავრეს მარკეტინგული პრობლემას აგვარებენ, არამედ ავტომობილის მეპატრონეებიც. მათ აქვთ საშუალება ყოველგვარი დამატებითი დანახარჯის გარეშე მიიღონ შემოსავალი, რეკლამის საკუთარ ავტომობილზე განთავსების გზით.”
დიმა ტეფნაძე:ქართულ რეალობას რომ გადავხედოთ, მეტწილად ასე ხდება ხოლმე – როდესაც არსებობს საინტერესო იდეა, შესაბამისი გუნდის შეკვრაც და საჭირო ინვესტიციების მოზიდვააც მარტივად ხდება.
“გუნდი მეგობრებისგან დაკონპლექტდა. ცხადია, მეგობრობის გარდა პროფესიული ნიშანიც გვაერთიანებდა, ანუ ყველა იმ საქმიანობის ადამიანი გავერთიანდით, რომლის ცოდნაც ჩვენს სტარტაპს აუცილებლად სჭირდებოდა, მაგ. დიზაინერი, პროგრამისტი, ბიზნესის მართვის სპეციალისტი… ამის შემდეგ ტექნოპარკის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ და მივიღეთ საგრანტო დახმარება 5000 ლარის ოდენობით, შემდეგ კი amazon.com-ის 15000$ გრანტი მოვიპოვეთ, რაც გვაძლევს amazon.com-ის სერვისებით აღნიშნული თანხის ფარგლებში უფასოდ სარგებლობის საშუალებას”.
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი